არქიმანდრიტი ეფრემი- გისურვებთ არასდროს მოგაკლდეთ ღვთის საღმრთო მადლი
არქიმანდრიტი ეფრემი- გისურვებთ არასდროს მოგაკლდეთ ღვთის საღმრთო მადლი
ათონის მთის, ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოში ყოფნის დროს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ესტუმრა. ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ სტუმარს გააცნო უწმიდესის მიერ დაფუძნებული ქართული უნივერსიტეტის ისტორია, მისი სკოლები, სპეციალობები, პროფესურა. შემდეგ წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა არქიმანდრიტ ეფრემთან შეხვედრა ქართული უნივერსიტეტისა და თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის სტუდენტებთან, პროფესორ - მასწავლებლებლებთან.

შეხვედრის დასასწულს ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ უნივერსიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. არქიმანდრიტმა ეფრემმა მადლობა მოახსენა უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მიღებისათვის. მიიწვია ათონზე და უნივერსიტეტს ღვთისმშობლის ხატი გადასცა.
არქიმანდრიტმა ეფრემმა შეკრებილთ მადლის შესახებ ესაუბრა.

KARIBCHE

-რა არის მადლი?

-ეს ის არის, რასაც ჩვეულებრივ ვგრძნობთ ხოლმე ღმერთთან ურთიერთობისას გულში. მაგალითად, ვლოცულობ და გულში ნუგეშს ვგრძნობ, ვლოცულობ და გულში სიტკბოებას ვგრძნობ. ვლოცულობ და გულში შემუსვრილებას ვგრძნობ, ვლოცულობ და ვტირივარ. ეს ყველაფერი არის სღმრთო მადლი და გულში მყოფობის ნიშნები. წმინდა მამებმა ღვთის მადლი თეოლოგიურად ასე განმარტეს,- საღვთო მადლი არის ხელთუქმნელი საღმრთო ენერგია, რომელიც ადამიანის გულში ყოვედღიურად იბუდებს. როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, ნაყოფი სულისა წმიდისა არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, მყუდროება, მარხვა და ასე შემდეგ. ჩვენი მასწავლებელი იოსებ ვათოპედელი ხშირად გვეუბნებოდა ხოლმე,-ეს ციტატა სამოციქულოდანაა, დიდ ქაღალდზე გადმოიტანეთ და გაიკარით კელიაში კედელზეო. ადამიანს თუ ღმერთის მადლი აქვს, მაშინ ეს ნაყოფიც უნდა ჰქონდეს და ამით შევაფასებთ, გვაქვს თუ არა მადლი. ადამიანი შეიძლება ვნებებით იყოს მოცული, მაგრამ ამ ნაყოფებს ნელ-ნელა, პატარა რაოდენობაში იგემებდეს. კიდევ ერთი ნიშანი მადლის ყოფნისა გულში ის არის, რომ როგორცკი რაიმე ცოდვას აკეთებს ადამიანი, თუნდაც მცირე იყოს ეს ცოდვა, მაშინვე უნდა შეინანოს, აღსარება თქვას. ადამიანი რაც უფრო მეტად წინ მიიწევს სულიერ ცხოვრებაში, შემდეგში უყვარდება ადამიანის მხრიდან დამცირებაც და შეურაცხყოფაც. წმინდა იოანე სინელის "კიბეში" ასეთი სიტყვებია:-შეურაცხყოფას და დამცირებას ისე ეძიებდე, ისე გწყუროდეს, როგორც გრილი, ცივი წყალიო. საღმრთო მადლი, როდესაც იმკვიდრებს ადამიანის გულში, ის გრძნობს სისავსეს, რადგან გულში ღმერთი ჰყავს, რომელიც ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ადამიანს, რომელსაც სურს მოიხვეჭოს მადლი, გარკვეული გამოცდები უნდა ჩააბაროს. უსამართლობის მოთმინება უნდა ისწავლოს და ხალხთა მხრიდან ირონია უნდა დაითმინოს. ამას თუ ვერ დაითმენს ვერ წარემატება. ეკლესიური ადამიანები, ერთ დიდ შეცდომას რასაც უშვებენ ხოლმე? როდესაც დავიყებთ ეკლესიურ ცხოვრებას გვგონია ყველაფერი კარგად წარგვემარტება ცხოვრებაში. ბერი ეფრემ კატუნაკელი, რომელიც თანამედროვე წმინდანია, ამბობს: ღმერთის ნება ხშირად ტკბილიაო, მაგრამ ხშირადვე მწარეც არისო. ამ წარუმატებლობის, ამ სიმწარის უკან იმალება წარმატება. ვისაც მადლის მიღება სურს, უნდა გაიაროს ვიწრო და საჭირო გზა. ცხოვრებისეულად მიმართოს ჯვარცმულ იესოს. მადლი როდესაც მოდის ადამიანის გულში, შინაგანად ისეთ ძალას და სიძლიერეს გრძნობს, რომ ამ წარმავალი ქვეყნის ჭიდილის აღარ ეშინია. ჩვენ როგორც ეკლესიის წევრებს იძულება გვაქვს და გვინდა ვცხოვრობდეთ მადლით. საღვთო მადლი მოგვეცემა საიდუმლოებების საშუალებით,- აღსარებით, წმინდა ზიარებით. ბევრ მონაზონს უთქვამს ჩემთვის, როცა ვეზიარე ლოცვა თავისით დაგვეწყო გულშიო. ასეთ ძალას იღებს ღვთისგან და სრულყოფილი ხდება ადამიანი. წმინდა პაისი ათონელი ამბობს: ადამიანი ფსიქოლოგიურად და სულიერად სრულყოფილი მაშინ ხდება, როცა მადლი აქვსო. გისურვებთ არასდროს მოგაკლდეთ ღვთის საღმრთო მადლი.

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1