მარტო დაყუდება და ლოცვა საკამარისი არ იქნება
მარტო დაყუდება და ლოცვა საკამარისი არ იქნება
წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-მონაზვნის მოვალეობა ლოცვა და შრომაა. უწმიდესს ბევრჯერ უთქვამს, ადრე მონაზვნები ჩაკეტილად ცხოვრობდნენ, ლოცულობდნენ და შრომობდნენო. ერი ძლიერი იყო და საჭიროებას არ წარმოადგენდა მონაზონთან უშუალო ურთიერთობა ჰქონოდაო. ახლა ისეთი მძიმე დრო მოდის და კიდევ უფრო დამძიმდება, რომ მარტო დაყუდება და ლოცვა საკამარისი არ იქნებაო. დასძინა, მატერიალური და სულიერი გაჭირვებაც მოვა და ერის გაძლიერება მოგიწევთო. დღეს მართლაც გაჭირვებაა სულიერიც და მატერიალურიც. დიდი ბედნიერებაა ერთ ადამიანს მაინც დაეხმარო. ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთს დახმარების ხელი გავუწოდო.
ბეჭდვა
1კ1