მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი ოჯახის შესახებ
მამა ფადეი (თადეოზი) ვიტოვნიცელი ოჯახის შესახებ
-მამაო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ერში მყოფი ქრისტიანისათვის ოჯახი?
-ოჯახი, ეს დიდი შეწევნაა კაცისათვის, რამეთუ ყოველი ადამიანი მარტოსულია ამ სამყაროში და თუ მას არა ჰყავს ოჯახი, ანუ, არა ჰყავს გვერდთ ის ადამიანები, ვისთანაც შეუძლია სულიერი ერთობა ჰპოვოს, ეს მას უმძიმებს და ურთულებს ცხოვრებას; თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ოჯახებშიც დიდია ბოროტი ბრძოლა, რადგან კაცთა მოდგმის მტერი ყოველმხრივ ცდილობს არიოს ურთიერთობა ახლობლებს შორის, დაუპირისპიროს ოჯახის წევრები ერთმანეთს, მაგრამ თუ ადამიანები სიკეთეზე იქნებიან ორიენტირებულნი, ანუ, ეცდებიან ყველაფერი სიკეთით მოაგვარონ, მაშინ მადლი ღვთისა გარდამოვა მათ ოჯახებზე და ირგვლივ ჰარმონია და სიყვარული დაისადგურებს.
უფალმა, როდესაც ადამი შექმნა, გადაწყვიტა მარტო არ დაეტოვებინა და შემწედ ევა მოუვლინა. ასე განვითარდა კაცობრიობა. მას აქეთ მიდის ჩვენი ცხოვრება: დღე ღამეს ენაცვლება, ღამე-დღეს... მთავარია, მშვიდობა, სიხარული და მადლი სუფევდეს თითოეული ჩვენთაგანის სულში, მაშინ ყველასთან მშიდობიანი ურთიერთობა გვექნება და აღარ იქნება კონფლიქტები.
ბეჭდვა
1კ1