კეთილი საქმე არის სიყვარული
კეთილი საქმე არის სიყვარული
ზოგი იტყვის სიყვარული მაქვსო. აბა, ვინ მეტყვის რა არის სიყვარული, ვინ ჩასწვდება სიყვარულს?
დასვამდა შეკითხვას ბერი გაბრიელი და თვითონვე პავლე მოციქულის სიტყვებით განმარტავდა:
"სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ: სიყვარულსა არა შურნ, სიყვარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარიან ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავსიდებს, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყვარული არასადა დავარდების" . ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანების ბედნიერება. სიყვარული მთავარია, მაგრამ ამაზე უფრო მთავარია, როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეს სიყვარული. ნურვის ეგონება, სიყვარული მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭია, სიყვარული ისწავლება და უნდა ვისწავლოთ. თუ თავი არ გასწირე ღვთისა და მოყვასისათვის, ისე არაფერი გამოვა.
სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე, ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს, ღმერთს უყვარს საქმე, კეთილი საქმე არის სიყვარული.
ბეჭდვა
1კ1