"ადამიანი მოძღვრის გარეშე ვერ გადარჩება"
"ადამიანი მოძღვრის გარეშე ვერ გადარჩება"
წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრის მოძღვარი, მამა ბასილი მურმანიშვილი:
- ადამიანი ქრისტესთან რომ მივიდეს, საჭიროა მოძღვარი: ადამიანი, რომელიც ასწავლის სიყვაურლს, თავმდაბლობას, მორჩილებას და ლოცვას. ეს ყველაფერი საჭიროა ცხონებისთვის. როგორც წმინდა გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს "ადამიანი მოძღვრის გარეშე ვერ გადარჩება". წმიდა მამები ამბობენ: თუ ღმერთს აწყენინებთ, სულიერი მოძღვრის ლოცვა ღმერთთან შეგარიგებთ, მაგრამ მოძღვრის განაწყენების შემთხვევაში ღმერთთან ვინღა გვიშუამდგომლებსო?! სწორედ ის ფიქრობს ჩვენს სულიერ ზრდაზე და თუ მასთან სიღრმისეულ ურთიერთობას ვერ მოვახერხებთ, მაშინ ჩვენი სულიერი ფერისცვალება, განვითარება და მადლის მოპოვება ყოვლად წარმოუდგენელი იქნება.

ბეჭდვა
1კ1