შინაგანი სიმშვიდე ეს არის სულის ნეტარი მდგომარეობა დედამიწაზე
შინაგანი სიმშვიდე ეს არის სულის ნეტარი მდგომარეობა დედამიწაზე
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს: " არსებობს სიმდაბლის ერთ-ერთი სახე, რომელიც სულს წინასწარ ამზადებს განსაცდელებთან შესახვედრად, ხოლო განსაცდელის მოსვლის შემდეგ მას მწუხარების მოთმინების გადატანაში ეხმარება. მას წმინდა მამები თავის ყვედრებას უწოდებენ." როცა შენი თავის მაყვედრებელი ხარ, მაშინ განსაცდელი ვერაფერს დაგაკლებს, რადგანაც განიკითხავ საკუთარ ქმედებებს - ეს სულიერი ცხოვრების ფორმულაა, რომელშიც უნდა ვიცხოვროთ და ვიაზროვნოთ სწორი შეხედულებებით. შური სიბილწეა ჯოჯოხეთიდან ამოხეთქილი ამიტომაც გახსოვდეს ადამიანო, რომ ის ყოველთვის ჩასაფრებულია და ელის შესაბამის მდგომარეობას, რათა შემოგიტიოს და გაგანადგუროს. სულიერი სიფხიზლე მივაპყროთ საკუთარ ქმედებებს და მარადის ვიღვიძებდით, რათა არ მოგვიდუნდეს სულიერი ძალები და სხვა ადამიანების წმინდა ხალხის მიმართ არ განვისმჭვალვოთ შურითა და ბოღმით. შინაგანი სიმშვიდე ეს არის სულის ნეტარი მდგომარეობა დედამიწაზე, ამიტომ ვისწრაფვოთ განწმედისათვის, რათა ვნებების დედა შური არ მოგვერიოს და თავის ძილბურან მდგომარეობაში არ გადაგვაგდოს. შურის და შურისძიების საპირისპირო იარაღი სიყვარულია, ის არის ძალა, რომლითაც ადამიანი განაიარაღებს ბოროტებას თავის არსებაში შემოსულს. ნათელი სოფლისანი არიან ის ადამინები, რომელთაც შურის ვნება დაუმარცხებიათ.
ბეჭდვა
1კ1