რატომ შფოთავს და ბორგავს ჩვენი სული? რატომ ვერ აკმაყოფილებს მას ვერაფერი მიწიერი?
რატომ შფოთავს და ბორგავს ჩვენი სული? რატომ ვერ აკმაყოფილებს მას ვერაფერი მიწიერი?
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
- იმიტომ რომ ის, ჩვენივე ცოდვების გამო, მოწყვეტილია თავის მაცოცხლებელ წყაროს - თავის შემოქმედს! როგორც დედის ძუძუს მოგლეჯილი პატარა ბავშვი გამწარებული გაჰკივის, ისე ჩვენი სული, უფალს გაშორებული, ტირის და ბღავის! ჩვენ - ადამიანებმა კარგად ვუწყით ეს, მაგრამ რამდენადაც პარადოქსალული არ უნდა იყოს, უფლისკენ მოქცევის ნაცვლად, ჩვენ მთელი ძალისხმევით ვცდილობთ ალტერნატიული გამოსავლის მოძებნას: ერთნი მთელ სოციუმს ვუჯანყდებით, ახალ იდეებს და მოდელებს ვიგონებეთ და ავანტიურისტული გეგმების განხორციელებით ვცდილობთ ჭეშმარიტების უგულებელყოფას; სხვები არსებული კანონების და სოციალური მოდელების ფარგლებში ვცდილობთ გართობას, კეთილი ნების ადამიანებთან ვერთიანდებით და რეალობის მაქსიმალური შელამაზებით ვართ დაკავებულნი; დანარჩენები კი სიამივნებაში ვეძებთ ხსნას, ან თვითმკვლელობით ვხსნით ცხოვრებისეულ დილემას!
მაგრამ მიუხედავად ადამიანთა ტიტანური ძალისხმევისა, სულის წყურვილის დაოკების ნებისმიერი ადამიანის მიერ გამოგონილი ხერხი მხოლოდ ჭეშმარიტების სუროგატია და რამდენ ხანსაც არ უნდა გასტანოს მისით თრობამ, ის აუცილებელი გამოფხიზლებით მთავრდება - სულის წყურვილი დაუოკებელი რჩება! მაშ რატომ ვცდილობთ ადამიანები ასე თავგამოდებით ღმერთობანას თამაშს? იმიტომ, რომ ჭეშმარიტებისთვის თვალის გასწორება, პირველწყაროსთან -უფალთან დაბრუნება პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, რის გამოც ადამიანები იძულებული ვიქნებით ჩვენი "თავისუფლების" გარკვეული ნაწილი დავთმოთ! "სჯობს ერთი დღე ლომი ვიყო, ვიდრე ასი წელი ცხვარი" - ჯიუტად ვამბობთ ჩვენ, მაგრამ ჩვენს სიამაყეზე აგებული ჩვენი კაცობრიობა უფრო ქვიშაში თავჩარგულ სირაქლემას ჰგავს, ვიდრე უდაბნოში ამაყად აღმართულ სფინქსს!
ბეჭდვა
1კ1