რაში გამოიხატება მშობლების პატივისცემა?
რაში გამოიხატება მშობლების პატივისცემა?
გვესაუბრება გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის წმიდა ნიკლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):
-მზრუნველი შვილები ყოველთვის იცავენ მშობლებს მცირედი უსიამოვნებისაგან და გაწბილებისგან, ასევე არ დაუშვებენ მათთან ურთიერთობაში ისეთ ქცევას და პასუხებს, რაც შეურაცხყოფს მათ. მშობლის გული ისე ახლოს არის ბუნებით შვილის გულთან, რომ ყოველი მკვეთრი მოძრაობა ერთში, იწვევს მსგავს ქმედებას მეორეში. მშობელი ყოველთვის გრძნობს შვილის საფრთხეებს და ცდილობს დროულად აარიდოს მას ესა თუ ის განსაცდელი. მეხუთე მცნება ასევე გვავალდებულებს მორჩილებას მშობლებისადმი, მორჩილება საჭიროა არამარტო საბავშვო ასაკში , არამედ ნებისმიერ ასაკში, მის გარეშე შეუძლებელია სიცოცხლის შენარჩუნება . თვით ქრისტიანული სარწმუნოება თავის თავში მოიცავს ღრმა მორჩილებას. ქრისტიანები წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით არიან "შვილნი მორჩილებისანი". შვილები უნდა ითვალისწინებდნენ მშობლების რჩევა -დარიგებას.


ბეჭდვა
1კ1