უფლისთვის შრომა ის დალოცვაა, რითაც სული ჯანმრთელობს
უფლისთვის შრომა ის დალოცვაა, რითაც სული ჯანმრთელობს
ორთუბნის დედათა მონასტრის იღუმენია მარიამი (ჩხაიძე):
"ხელის გული ისე უნდა გიყვარდეს, როგორც გული, რადგან ხელებში იბადება შემოქმედისაგან ის აზრი, რაშიც ჩანს უფლის არსებობა.
მონასტერი ის სახელმწიფოა, სადაც წინამძღვარი ღვთისთვის ხარ მშენებელი, მუშა, სულიერი მშობელი, მლოცველი, წინამძღვარიც, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთის წინაშე, ყველაფერში მსახურებდე უფალს...
თავდაუზოგავ შრომაში ის ნიჭი ჩნდება, რომელიც ზეციდან გაძლევს ცოდნას, რომელ ცოდნასაც ვერცერთ უნივერსიტეტში ვერ შეიძენ.
ბევრჯერ უთქვამთ, ამდენს რომ შრომობ, ჯანმრთელობას რატომ არ უფრთხილდებიო. მე მათ ვპასუხობ, ჩემთვის უფლისთვის შრომა ის დალოცვაა, რითაც სული ჯანმრთელობს."
ბეჭდვა
1კ1