რწმენა და სიყვარული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების არსი
რწმენა და სიყვარული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების არსი
რა არის ამ აგრესიის, გულგრილობის, გულცივობის მიზეზი?- გვესაუბრება ბოლნელი ეპისკოპოსი ეფრემი (გამრეკელიძე):

- რთულ და განსაცდელებით აღსავსე წუთისოფელში სულ უფრო ჭირს არსობრივი მცნების, მოყვასის სიყვარულის აღსრულება. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ხშირად ვხედავთ აგრესიის, გულგრილობის, შურის, ბოღმის, გაუტანობის გამოვლინებას. ისმის კითხავა, - რა არის ამ აგრესიის, გულგრილობის, გულცივობის მიზეზი? ეს კითხვა საკუთარ თავში ყველა ადამიანს აწუხებს და პასუხს ეძებს. დღეები გადის და თითქოს მდგომარეობა არ იცვლება. ჩვენს ისტორიაში მრავალი საგმირო თუ გასაოცარი მაგალითებია თვით მტრის სიყვარულისაც კი. ასე მოგვიტანია თავი დღევანდლამდე. რწმენა და სიყვარული, ეს სიტყვები არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გარეგნობით, წარსულის გადმონაშთით, ზეპირსიტყვიერი ცოდნით. რწმენა და სიყვარული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების არსი. იგი უნდა გამოვლინდეს, არა მარტო ლოცვის დროს და ტაძარში, არამედ ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში.
ბეჭდვა
1კ1