შენდობაზე და პატიებაზე დამყარებული მთელი მართლმადიდებლობა
შენდობაზე და პატიებაზე დამყარებული მთელი მართლმადიდებლობა
სოფელ კევლიანის ივერიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე):
- ადამიანი როცა სინანულზე ფიქრობს, უფიქრდება თავის განვლილ ცხოვრებასაც. ადამიანს რომელსაც სინანული აქვს და იაზრებს საკუთარ ცოდვებს მას გარკვეულწილად ნაპოვნი აქვს ცხოვრების გზა. როცა ადამიანი შენდობას ითხოვს, ჩვენი კეთილი ნება უნდა გამოვხატოთ და მივუტევოთ. შენდობაზე და პატიებაზეა დამყარებული მთელი მართლმადიდებლობა, მამაო ჩვენოს ლოცვაშიც ხომ წერია, - "და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანმდებთა მათ ჩვენთა". თუ ჩვენ არ მივუტევებთ თავისთავად ჩვენც არ მოგვეტევება. თუ ვინმე ითხოვს შენდობას და პატიებას ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა, რომ შენდობის და პატიების უნარიც გვქონდეს.
ბეჭდვა
1კ1