ადამიანი კვირიდან კვირამდე უნდა ემზადებოდეს ცოდვების მონანიებისათვის
ადამიანი კვირიდან კვირამდე უნდა ემზადებოდეს ცოდვების მონანიებისათვის
გვესაუბრება დეკანოზი გიორგი ნიგურიანი:
- ხშირად გავიგონებთ ასეთ რამეს, ჩადენილი ცოდვა არ მახსენდება...
ზოგჯერ ადამიანი ცრუობს და დარწმუნებულია, რომ სავსებით გულწრფელად ლაპარაკობს, ავიწყდება, რომ სიცრუის სათამაშო გახდა, ავიწყდება,რომ მალე ის სხვა გახდება სიცრუის მანქანა დროში! ადამიანის სიმტკიცე დროებითი,მყიფე და ცვალებადია, ამიტომაც არის ქვეყნად ამდენი იმედგაცრუება და სიყალბე. ღმერთის მოღალატეს შეუძლია ადამიანს უერთგულოს?! არა ბატონო!!! არა!!! სიცრუეა ეს! უფალს უნდა ვთხოვოთ შეწევნა, ბაგეზე დავიქსოვოთ :უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! როგორც ბალღი უხმობს განსაცდელის დროს დედას, ასევე უნდა მოვიხმოთ ჩვენც უფალი!მოვიხმოთ სინანული სულში. -როგორც მტკივანი კბილი აბეზრებს კაცს თავს და უკარგავს საქმის მშვიდად კეთების უნარს, აწამებს, ართმევს ძილსა და მოსვენებას, ასევე ცოდვის ხიჭვი ესობა სულს და წამლავს მას, სტაცებს სიხარულს, მშვიდობასა და სიმყუდროვეს. ხშირად გონებას არ ახსოვს ჩადენილი ცოდვა, სული კი კარგად გრძნობს მის გესლს,წვალობს,იტანჯება, ტკივა, კაცს მთლიანად ეუფლება გამოუცნობი ჭმუნვა, შფოთი და მწუხარება.როდესაც მოუნანიებელი ცოდვები და შეცოდებები გროვდება, ისინი დიდ ლოდად აწვებიან სინდისს, ამ დროს კაცს უჩვეულო შიში იპყრობს: ეჩვენება, თითქოს რაღაც საშინელება უნდა შეემთხვეს,ყველა ხედავს მის ცოდვებს, მუდმივად შფოთავს,

კარგავს წონასწორობას, ნერვული სტრესი და გაღიზიანება ეწყება, და არ შემიძლია საკუთარი თავის ფლობა, ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც იცვლება..
ცხადია, ადამიანი ერთ წამში არ ხდება ზნედაცემული, ცოდვა ჯერ სულში მწიფდება, შემდეგ კი ქმედებად გარდაიქმნება. აუცილებელია, ექიმმა გვითხრას :სიმსივნე გაქვს! მაშინვე მოვიძულებთ სოფელს, ვიწყებთ ჩვენს ქმედებებზე ფიქრს, გლოვას, ურვას, მწუხარებას, ტანჯვას. ასევეა მძიმე ცოდვებიც, როდესაც ვერავის ეუბნები, სული მძიმდება, ითრგუნება, იკლაკნება, მოსვენება არც ძილში და არც სიფხიზლეში აქვს, უნდა შვება,უნდა წყალობა, უნდა სიტკბოება და ამ განცდით მიეშურება მღვდელთან აღსარებაზე.უნდა გადმოვანთხიოთ დაგროვილი შხამი და იმ სატანჯველსაც გადავურჩეთ ყოველ შეუნანებელ ცოდვილს რაც ელის ღმრთის საშინელი სამსჯავროს შემდეგ. სიმძიმემ აღსარების აუცილებლობა უნდა შეგვახსენოს. ადამიანი კვირიდან კვირამდე უნდა ემზადებოდეს ცოდვების მონანიებისათვის,საკუთარ თავს უკომპრომისო ომი და მოძღვარს სულიერი ნდობა უნდა გამოუცხადოს. მოძღვარში მოყვარე მეგობარს უნდა ხედავდეს აღმსარებელი...
მომეც მე უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა.

ბეჭდვა
1კ1