ადამიანს ადამიანი მაშინ უნდა, როცა სჭირდება, მერე აღარ გვახსოვს...
ადამიანს ადამიანი მაშინ უნდა, როცა სჭირდება, მერე აღარ გვახსოვს...
ნიკორთის ღვთისშმობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სურამისა და ხაშურის ეპარქიის მთავარი ბერდიაკვანი მაქსიმე (გაფრინდაშვილი):

-ახალგაზრებში სიყვარული დაიკარგა და გაუბრალოვდა. როცა ადამიანი სიყვარულს კარგავს, ის ღმერთსაც კარგავს. სიყვარულის გარეშე აღარაფერია. ადამიანები იმისთვის ვართ, სიკეთე გავაკეთოთ. ასე მგონია, ერთმანეთი აღარ გვიყვარს. უფრო მატერიალურზე გადავედით. ყველა საკუთარ თავშია ჩაკეტილი. უფრო ანგარებითი დამოკიდბულებაა. ადამიანს ადამიანი მაშინ უნდა, როცა რაღაცაში სჭირდება. მერე აღარ გვახსოვს.

KARIBCHE

პირველ რიგში უნდა ვიცხოვროთ ეკლესიით, ეკლესიაში რომ მიხვალ მერე ეკლესია გასწავლის როგორ იცხოვრო. ეკლესიაშია სიყვარული. თუ გულით იქნები, ყოველთვის მიიღებ ეკლესიისგან ასეთ სიყვარულს. ღმერთს თუ არ მიატოვებ, აღარც შენ მიგატოვებს და მუდამ შენს გვერდით იქნება და თავად კარგად იქნები. ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ. ერთმანეთის სიგლახეს რომ დავინახავთ კი არ უნდა გაგვიხარდეს, პირიქით ხელი მოვკიდოთ და წამოვაყენოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ.
ბეჭდვა
1კ1