დიდი მარხვის პირველ კვირას ეკლესიაში წმინდა ანდრია კრიტელის კანონი იკითხება
დიდი მარხვის პირველ კვირას ეკლესიაში წმინდა ანდრია კრიტელის კანონი იკითხება
აღდგომის მარხვა იმითაც გამოირჩევა, რომ დიდი მარხვის პირველ კვირას ეკლესიაში წმინდა ანდრია კრიტელის კანონი იკითხება. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ასე ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს.

წმინდა მამა აბბა დოროთემ კითხვას: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით, ასე უპასუხა:

წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდევებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში.
ამავე აზრს გამოხატავს დიდი სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც: "ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის".
და ასე წერდა ანდრია კრიტელი, წმინდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება. მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე? ვინ იყო ანდრია კრიტელი?

- "არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვასა არცა ერთსა ვის სადა", - ჰგონებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ რომ არ ვცოდავთ.

KARIBCHE

წმინდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე დაანახა მაცხოვარმა ზიარების დიდი ძალა. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა ღვთისმსახურების შესასწავლად იერუსალიმში გაუგზავნიათ. ამ დროისათვის იგი იმდენად განსწავლული იყო, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტასმთავარეპისკოპოსი და იქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, ჩვენც სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1