რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია
რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია
გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე (გვიმრაძე):

-ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ორგვარი სახის რწმენა და შესაბამისად მორწმუნეთა ორი კატეგორია: მცირედმორწმუნენი და ცოცხალი რწმენის მქონენი. მართალია, არცთუ ადვილია საკუთარ თავში ურწმუნოების ან მცირედმორწმუნეობის აღიარება, რადგან როგორც წესი ქართველ კაცს თავი მორწმუნედ მოაქვს, მაგრამ ის, რაც რეალობაა, იმას არ უნდა გავექცეთ. მორწმუნეობა მხოლოდ ღმერთის არსებობის სიტყვიერი აღიარება რომ იყოს, მაშინ ამაო იქნებოდა ეკლესიური ცხოვრება და ღვთის მცნებათა დაცვა

- როგორ უნდა მოვიპოვოთ სრულყოფილი და ცოცხალი რწმენა?


-პირველ რიგში, ამპარტავნებული თვითდაჯერება უნდა აღმოვფხრათ ჩვენში, რაც ღვთის მცნებათა აღსრულების მცდელობის შედეგადად მოიპოვება. ხომ გვეუბნება იაკობ მოციქული: "რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია" (იაკ.2:17). როდესაც ადამიანი ცდილობს ღვთის სათნო საქმეთა ქმნასა და მცნებათა დაცვას, მაშინ აღმოაჩენს, რომ არ ძალუძს სრულფასოვნად მათი აღსრულება. ამის შედეგად, საკუთარი უძლურებისა და ცოდვილობის შემეცნება მოიპოვება, რაც ამპარტავნული თვითდაჯერებისგან თანდათანობით ათავისუფლებს ადამიანს და თავმდაბლობით მოსავს. თავმდაბალს კი ეძლევა ღვთის მადლი და შესაბამისად ცოცხალი რწმენა.
თეა ცაგურიშვილი


ბეჭდვა
1კ1