სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი არქიმანდრიტ გიორგისგან (სავვა)
სიმსივნის სამკურნალო რეცეპტი არქიმანდრიტ გიორგისგან (სავვა)
დეკანოზი სერაფიმე დანელია:
2003 წლის გაზაფხულს, ქალაქ ტიმოშევსკში მამათა მონასტერს ვეწვიეთ. როგორც მიყვებოდნენ იქ მოღვაწეობდა საქვეყნოდ ცნობილი არქიმანდრიტი გიორგი (სავვა), სიყმაწვილიდან მონაზვნურ ცხოვრებას შემდგარი და მონასტრული მედიცინის უბადლო მცოდნე. წლების მანძილზე მის გულმოდგინე შრომასა და დაგროვებულ გამოცდილებას კეთილი ნაყოფი გამოეღო და დიდი წარმატებისთვისაც მიეღწია სხვადასხვა დაავადებათა მკურნალობის საქმეში. ამას მოწმობდა ავადმყოფთა ის დაუსრულებელი რიგი, რომელიც მასთან კურხევაზე მისულებს იქ დაგვხვდა.

მამა გიორგიმ დიდი სიყვარულით მიგვიღო, მოგვიკითხა და როცა შეწუხებულმა მეუღლის ავადმყოფობაზე მოვუყევი, დამამშვიდა, ბალახების ნაკრები გადმომილაგა და თან თავისი რეცეპტების კრებულიც გამომაყოლა.
საქართველოში ჩამოსვლისთანავე ჩემმა მეუღლემ და ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულმა რამოდენიმე ახლობელმა მამა გიორგის თექვსმეტი ბალახის ნაკრების რეცეპტის მიხედვით დაიწყეს მკურნალობა...
მოხდა სასწაული, მამა გოირგის სიტყვისამებრ, აღსარებისა და ზიარების თანხლებით მკურნალობის დადგენილი კურსის გულმოდგინე შემსრულებლებმა – უფალის წყალობით მალე კურნება მიიღეს.

რეცეპტი თავიდან გამოქვეყნდა საეპარქიო ჟურნალ ,,ჭყონდიდელში," ამჟამად კი ის კარგად არის ცნობილი საზოგადოების ფართო ფენისთვის.
მამა გიორგი, რომელიც სქემაში აღკვეცილ იქნა წმ. გიორგი ივერიელი, ათონელის სახელზე, გარდაიცვალა 70 წლის ასაკში, 2011 წელს.
გთავაზობთ მამა გიორგის მიერ მოცემული თექვსმეტი ბალახის რეცეპტს, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენება და რომლის ეფექტურობაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ადამიანის მზაობით, სინანულისა და ზიარების გზით საკუთარ თავზე მოიწვიოს უფლის გულმოწყალება.

აი, ეს საოცარი ნაკრები:
1. სალბი-35 გრ
2. ჭინჭარი-25 გრ
3. ასკილი-20 გრ
4. ნეგო-20 გრ
5. დათვის კენკრა- 20 გრ
6. ორკბილა-20 გრ
7. აბზინდა(მწარე)-15 გრ
8. ფარსმანდუკი-10 გრ
9. გვირილა-10 გრ
10. ოქროსცოცხა-10 გრ
11. ბეგქონდარა-10 გრ
12. ხეჭრელის ქერქი-10 გრ
13. არაყის ხის კვირტები-10 გრ
14. წყლის სამყურა-10 გრ
15. ბერულა-10 გრ
16. შავბალახა-10 გრ

ნაკრები კარგად დავაქუცმაცოთ და ავურიოთ. შემდეგ ავიღოთ 6 სუფრის კოვზი ნაკრები (დაახლოებით 26 გრ) და ჩავყაროთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 2,5 ლიტრი ადუღებული წყალი, დავდგათ ძალიან ნელ ცეცხლზე (95 გრადუსზე, ისე რომ არ ადუღდეს!!!) ზუსტად 3 სთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გადმოვდგათ, გადავწუროთ, გავაციოთ და შევდგათ მაცივარში. დავლიოთ თბილი, 1 სუფრის კოვზი (მძიმე შემთხვევების დროს შეიძლება 3 ს.კ.) დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 სთ-ით ადრე. მკურნალობის კურსი 30 დღეა. შემდეგ საჭიროა დასვენება 10-12 დღე და კურსი გავიმეოროთ გამომჯობინებამდე. ნაყენი შევინახოთ მაცივარში სანამ არ გათავდება. მაცივარში ინახება დიდხანს. არ დაგავიწყდეთ, ბალახების მომზადების დროს ნაყენს დავამატოთ ნაკურთხი წყალი, სულ რამოდენიმე წვეთი."

* * *
KARIBCHEარქიმანდრიტი გიორგი: ,, - პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ისეთი სასიკვდილოდ საშიში დაავადების დროს, როგორიცაა ავთვისებიანი სიმსივნე, აუცილებელია მოვამზადოთ გენერალური აღსარება და ღირსეულად ვეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
ასევე აუცილებელია ზუსტი დიაგნოზი და ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა.

ეს ნაკრები გამოცდილია მრავალი ადამიანის მიერ და ბევრს დაეხმარა. მიუღიათ იგი, როგორც ოფიციალური მედიცინისგან უიმედოდ შერაცხულ ავადმყოფებს, ისე მათ, ვისაც ესესაა გაუგია თავისი ავადმყოფობის დაწყებითი სტადიის შესახებ.
შეთავაზებული ნაკრები კურნავს ნებისმიერი ლოკალიზაციის ავთვისებიან სიმსივნეს, აღადგენს უჯრედებს მთელს ორგანიზმში და არ გააჩნია უკუჩვენება"
ბალახების შეძენა შეგიძლიათ ფიტომაღაზიებში.

უფალმა მოიხსენოს არქიმანდრიტი გიორგის ღვაწლმოსილი სული და დალოცოს უძლურებასა და განსაცდელში მყოფი თავისი სამწყსო!
ბეჭდვაელფოსტა
04.11. 2017
*
ლაშა, კეთილთვისებიანი სიმსივნე საშიში არ არის
26.08. 2017
ქეთინო
გამოვცადეთ რამდენიმე უიმედო ადამიანზე და სასწაული მოხდა ყველა გამოჯანმრთელდა.დიდება უფალს,ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს არქიმანდრიტ გიორგის ასეთი მადლისთვის.
03.07. 2017
მოგრსალმებით
რომელიღაც მწვანე აფთიაქში იყიდება გამზადებული ლესელიძეზე იცით ვინმემ?
10.04. 2017
მარი
ლესელიძეზე იყიდება ეს ბალახები.
17.01. 2017
mari
tu vinmem gamoscadet momceret gtxovt
სხვა სიახლეები
03.03.2011
კვება სიცოცხლის პირველი და აუცილებელი პირობაა. ჯანსაღი საკვების მიღება ძნელი არ არის, თუ, რასაკვირველია, ვიცით, რა გვსურს.
03.03.2011
საქართველოში გენმოდიფიცირებულ პროდუქციას უკვე სერიოზული შიშით უყურებენ. აღარავინ არის დარწმუნებული, რომ მის სუფრაზე გაშლილი სანოვაგე ეკოლოგიურად სუფთაა და გენური ინჟინერიის წყალობით არ არის მიღებული.
11.06.2009
შიში დაცემული ადამიანის თვისებაა
ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რამის რომ არ შეშინებოდეს. შიში, უმეტესად, ბუნებრივი რეაქციით წარიმართება, მაგრამ ზოგჯერ ამ ზღვარს გადადის, აკვიატებული ხდება და ადამიანს ცხოვრებას უმწარებს.
30.04.2009
"ონკოლოგია - მედიცინის განსაკუთრებული დარგია, რომელშიც ერთნაირი მნიშვნელობა ენიჭება ექიმის როგორც მაღალ პროფესიონალიზმს, ისე ავადმყოფთან ურთიერთობის უნარს.
02.04.2009
სიხარულთან ერთად ბავშვის დაბადებას მრავალი სიძნელეც ახლავს, თუმცა ყველაფერი მოგვარდება, თუ მათ სიბრძნით მივუდგებით. ადრეული ასაკის პრობლემებზე წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მამა კონსტანტინე გიორგაძე გვესაუბრება.
19.03.2009
ღვაწლმოსილი მეცნიერი, ბატონი იური სიხარულიძე 150-მდე სამეცნიერო შრომის ავტორია. ეს ნაშრომები ძვირფას ცნობებს გვაწვდიან ჩვენი ქვეყნის წარსულზე, ეთნოგრაფიულ ყოფასა და ცხოვრების მრავალ სხვა სფეროზე.
19.03.2009
მუცლადმყოფი ბავშვი დედის წიაღში თავს თბილად, მშვიდად და დაცულად გრძნობს, იბადება და მისთვის სრულიად ახალ გარემოსთან უწევს შეგუება.
05.03.2009
ოჯახური ცხოვრების დასაბამს ახალი ემოციები ჩნდება - შეუღლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ახალბედა ცოლ-ქმარი იგებს, რომ მალე მათ ცხოვრებაში პატარა ადამიანი გაჩნდება
22.01.2009
დეპრესიას ხშირად უმართებულოდ უბრალო მოწყენილობას, პესიმისტურ განწყობილებას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ეს საკმაოდ სერიოზული სამედიცინო დიაგნოზია, რომელსაც ფსიქიატრები სვამენ და მკურნალობენ.
08.01.2009
დაძაბული და სტრესული ცხოვრების გამო ნევროზი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა. ხშირად მრისხანება, შფოთვა და დრტვინვა ამ დიაგნოზით ინიღბება. მართლმადიდებლური შეხედულებით, ნევროზი სულიერი სნეულება უფროა, ვიდრე ხორციელი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ვლადიკავკაზიდან გადმოსულმა გიორგი შიოლაშვილმა მეუღლის, ნატალიას გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში შეიძინა კარ-მიდამო.