რწმენა მეცნიერულად არ შეისწავლება
რწმენა მეცნიერულად არ შეისწავლება
ფილოსოფოსი სორენ კირკეგორი ამბობდა: "ღმერთო, დაგვაბრმავე მხოლოდ იმისათვის, რათა უკეთურება არ შევიცნოთ და მოგვეცი თვალი ნათელი შენი ჭეშმარიტების წვდომისთვის". ჭეშმარიტების ძიებას საზღვარი არა აქვს. იგი უსაზღვრო და უკიდეგანოა. "ღვთის ხატად და მსგავსად" შექმნილი ადამიანის მუდმივი თანამდევი ფიქრია: როგორ ეზიაროს მარადისობას, შეიგრძნოს უმაღლესი მშვენიერების ძალა და მადლმოსილება. ადამიანს შესწევს უნარი, განიცადოს სულიერი ნათელი, რომლის წყალობით ძალუძს სამყაროსა და ადამიანში განჭვრიტოს მშვენიერება. ეს "სულით საცნაური" ნათელი არის რწმენა, რომელიც ადამიანის გულის მისწრაფებაა - გონებრივ შესაძლებლობებზე მაღლა მდგომი დ მეცნიერულად შეუსწავლელი. ჩვენი სტუმარია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი რევაზ სირაძე. ბატონი რევაზის აზრით, ღმერთის წვდომა ეფუძნება შინაგან სწრაფვას, რწმენას და არა მეცნიერულ შესწავლას. ამ უკანასკნელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა უმთავრესი.

- ბატონო რევაზ, ყოველი კაცის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც უფალი შეაღებს მისი გულის კარს. თქვენ როგორ მიხვედით რწმენამდე?

- ასეთი საკითხების გააზრება საკუთარ თავში ყველაზე ძნელია. სხვაზე ლაპარაკი შეიძლება უფრო ადვილი იყოს. რამ მიიყვანა კაცი რაღაცამდე, თუნდაც ჩვეულებრივ ჯანსაღ სიყვარულამდე? რასაც ვიტყვით, შეიძლება ეს უფრო გარეგნული რამ იყოს, სიღრმისეული კი ვერ გამოვთქვათ. მაგრამ, ვფიქრობ, უმთავრესია არა იმდენად პასუხი, არამედ კითხვა. მთავარია არსებობდეს ეს კითხვა და იგი იყოს თანამდევი. ეს იწვევს იმპულსს აზროვნებისთვის და უკვე კარგია. ამიტომ შემაჯამებელი პასუხი თუ არ იქნება, ნუ მივიჩნევთ ამას უკმარისობად.

- "ხატობა ღვთისა" ადამიანში უმთავრესად შემოქმედებითი უნარით გამოიხატება. ჭეშმარიტი ლიტერატურა ადამიანს ღმერთზე ფიქრისკენ უბიძგებს და სულიერ განწმენდას, გაკეთილშობილებას ემსახურება...

- მოგეხსენებათ, ჩემი თაობის ახალგაზრდობის საერთო საზოგადოებრივი ატმოსფერო არ იყო რელიგიური. ყველა წიგნის შოვნის საშუალებაც არ იყო, მაგრამ, ეტყობა, პიროვნული ორიენტაცია ბევრ რამეს ნიშნავს. მასწავლებლები არ გვამახვილებინებდნენ ყურადღებას, თორემ ჩვენს მწერლობაში მოცემული იყო, მაგალითად, ილია ჭავჭავაძესთან ("პოეტი"): "ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა". ეს ხშირად გაიაზრებოდა, როგორც მხატვრული ხერხი, მეტაფორა. ანდა ვაჟა: "მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ, თვალწინ მეფინა ქვეყანა, გულზედ მესვენა მზე-მთვარე, ვლაპარაკობდი ღმერთთანა". ახლა, თუ ჩვენ ვერ ვლაპარაკობთ ღმერთთან, გენიოსს მაინც დავანებოთ, უფრო სწორად, დავუჯეროთ. არა მხოლოდ აგიოგრაფიაში, არამედ "ვეფხისტყაოსანში", გურამიშვილთან, ბარათაშვილთან, გალაკტიონთან არის დიდი სიღრმისეული ფიქრი ხელოვნებაზე და ღმერთზე და სწორედ ამ ლიტერატურის სიყვარული იძლევა საფუძველს, რომ შენში ასეთი მიდრეკილება აღმოცენდეს. რამდენადაა ეს ღრმა რწმენა, კიდევ საკითხავია. ნაკლად ნუ ჩავუთვლით ჩვენს პიროვნებას, რომ ის ღრმად ვერ მიდის საკითხებში. სიყვარულის და სიკეთის იმპულსი უკვე მაღალი სულიერებაა. დიდ გერმანელ პოეტზე, ჰოლდერლინზე წერენ, თავის ლირიკაში ნაკლებად იხსენიებს ღმერთს, მაგრამ ყველაზე დიდი მორწმუნეაო. ჭეშმარიტი ლიტერატურა ჩვენ გვძენს ადამიანურ სიკეთეს; სილამაზით, სინაღდით იგი არის სულიერი სიმაგრე და ძლიერება.

- რამდენად გეხმარებათ ქრისტიანობა ადამიანებთან ურთიერთობაში?

- ქრისტიანობა მეხმარება ყველაფერში. გაცნობიერებული არა მაქვს, რომ ახლა ეს უნდა გავაკეთო ქრისტიანობის გამო. უნდა გააკეთო ყველაფერი კარგად, რაც შეგიძლია და ეს იქნება ქრისტიანობა. ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ ძალგიძს, მაგრამ რაც ძალგიძს, ის უნდა გააკეთო, თუნდაც მცირე რამ. მაგალითად, კარგი წიგნის გამოსვლით, კარგი სტუდენტით, სხვისი სიკეთითა და სიხარულით გახარება. ამიტომ უარყოფითზე ფიქრი და უარყოფითის დაგმობა (რომელიც საჭიროა) იმდენ სიკეთეს არ მოიტანს, რამდენსაც სიკეთისადმი მხარდაჭერა. ხანდახან საჭიროა უკეთურების უგულებელყოფა და სიკეთეზე ფიქრი, ქმედითი სიკეთე.

- რას გვეტყვით რწმენისა და მეცნიერების ურთიერთმიმართების შესახებ?

- რწმენა მეცნიერულად არ შეისწავლება, თორემ გამოვა, რომ დიდი სპეციალისტი პროფესორი უფრო დიდი მორწმუნეა, ვიდრე კარგი სასულიერო პირი. ხომ არ შეიძლება, რომ ვთქვათ, მეცნიერი უფრო მეტად მიხვდება სიყვარულს, რადგან თეორიები იცის?! სიყვარულის აღქმა არის კაცად-კაცური, ქალად-ქალური სინაღდე. ამიტომ ეს ბუნებრივად ხდება ხოლმე, რამდენადაც ძალუძს ამა თუ იმ პიროვნებას. ამ შემთხვევაში ერთი ძალზე დამაფიქრებელი პოზიცია აქვს ილია ჭავჭავაძეს. იგი თითქმის არსად აანალიზებს ღმერთს, რადგან მან იცის, რომ ეს ანალიზის საგანი არ არის, ღმერთის მტკიცება ღმერთს არ დაამტკიცებს. ეს რწმენის საკითხია და ყველაზე პიროვნულია. ამიტომ შინაგანი სწრაფვა არის უმთავრესი და არა მეცნიერული შესწავლა. მეცნიერებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ არის უმთავრესი.

- ქართული მწერლობა აგიოგრაფიაზე აღმოცენდა. აგიოგრაფიამ მოამზადა მთელი შემდეგდროინდელი მწერლობა. მასში ჩამოყალიბდა ქრისტიანული ზნეობრივ-ესტეტიკური იდეალები და პრინციპები. ყოველი ნაწარმოები თავისი ეპოქის გამომხატველია, თავისი დროის საფიქრალით არის სავსე. დღევანდელ მწერლობაში რამდენად ცოცხლობს ის მარადიული ღირებულებები, რომელნიც ყველა დროისთვის ახლობელი უნდა იყოს?

- დღეს ყოველივეს იმდენად სჭარბობს საერთო ატმოსფერო, ტენდენციები, მედიის თქმანი და სხვა, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძველი პრინციპები გაქრა. ასე არ არის. შორს რომ არ წავიდეთ, ჩამოვთვლი ისეთ ავტორებს, როგორებიც არიან გურამ დოჩანაშვილი ("ლოდი ნასაყდრალი"), ოთარ ჭილაძე და მთელი ლირიკა ისეთი დიდად მნიშვნელოვანი ქართველი პოეტისა, როგორიც არის ბესიკ ხარანაული. ბესიკ ხარანაულთან შეიძლება ყოველთვის არ იყოს ქრისტიანობის ხსენება, მაგრამ მისი სულიერება ქრისტიანულია, რაც მთავარია, ნაღდია, პატიოსანია, სუფთაა. მაგალითად, "როგორც ვიოლინოს სიმი, მიდიოდა სხივი ხნულზე და ნიავის შეხებაზე მამულის ხმებს გამოსცემდა". ეს არის გალაკტიონის შემდგომი სიახლე. ყველა კარგი ლექსი სიახლეა, მაგრამ აქ არის დაუნჯებული დიდი ქრისტიანული კულტურა და გამოთქმულია თავისუფლად, ნათლად და სიღრმისეულად. ასეა დღეს კარგი მწერლობა. მინდა ერთი თანამედროვე პრობლემა აღვნიშნო. ჩვენთან ტოლერანტობა მაჰმადიანობის, კათოლიკობის, ებრაული რელიგიის, სომხური გრიგორიანელობის მიმართ ქრისტიანობის საფუძველზე ხდება. ქრისტიანობა ითხოვს და იწვევს ამ მიმტევებლობას. ეს ვაჟასთანაც არის გამოთქმული და სხვებთანაც. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ "დაუნდობელი" ქრისტიანები. ქრისტიანობა იყო და არის ჩვენი ღირსება, მაგრამ თუ ქრისტიანი ხარ, უნდა იყო მიმტევებელი. ეს სახარებისეული სიბრძნეთა სიბრძნეა. ეს მსჭვალავს ანა კალანდაძის, რეზო ინანიშვილისა და სრულიად ახალგაზრდების მწერლობას. მაგალითად, როგორადაც არ უნდა იყოს ეს წარმოდგენილი ისეთ მწერლებთან, როგორიც აკა მორჩილაძეა, ეს ქრისტიანი კაცის ფიქრია. პოპულარულ გადაცემებში როგორი სიყვარულით საუბრობს იგი ადამიანებზე, დასაგმობიც კი როგორი თანაგრძნობით არის გადმოცემული. ის ამჟღავნებს თავის პოზიციას, მაგრამ არა დაუნდობლობით. ასე რომ, არც ისე ცუდადაა საქმე და "როგორც ქუხს, ისე არ წვიმს".

- რას იტყვით ფსევდოკულტურის შესახებ, რომელიც უხეშად იჭრება ჩვენს ყოფაში და ჩვენს მრავალსაუკუნოვან ეროვნულ ფასეულობებს ემუქრება?


- არ მაქვს უფლება, მაგრამ მაინც ვაძლევ თავს ნებას, ვთქვა: ეს მსოფლიო კრიზისია, მსოფლიო პრობლემაა. განსაკუთრებით - კლასიკური კულტურის მქონე ქვეყნებში. მე არ განვსჯი, მაგრამ ეს კრიზისი ლამის ორი საუკუნეა მიდის და ახლა ჩვენ ამ კრიზისში ვართ. რომ ვამბობთ, ევროპის ნაწილი ვართო, ჩვენ სიკეთის ნაწილიც ვართ და უბედურებისაც და ამას ვერ ვატყობთ, როგორც ზოგჯერ ავადმყოფი - თავის ავადმყოფობას. ამ საკითხს იმაზე უკეთესად ვერ გამოვთქვამ, ვიდრე ერთმა ამერიკელმა მომღერალმა ტელევიზიით ხმამაღლა და ვაჟკაცურად ბრძანა: - თქვენი საქმე ისეა, თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო. თუ ისე გადაირევა ქართველი, რომ თავისი კულტურის ყადრს ვერ მიხვდება, იაპონელი, ამერიკელი, გერმანელი მიხვდება ამას და თავი მოგვეჭრება. დღეს ზოგიერთს კულტურა ჰგონია თავმოწონება ისეთი რამით, რომელიც, პატრიოტიზმს რომ თავი დავანებოთ, თვითონ სუროგატია, აღარც მუსიკაა და აღარც ცეკვა. XX საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაშიც იყო ცელქობები. მერე კი მოვიდნენ აზრზე. ეს უცნობი ხილის მიმართ ინტერესია, რომელიც წარმავალია.

- როდესაც წმინდანების ცხოვრებას ვეცნობით, ხშირად მხოლოდ პასიური ტკბობა-აღტაცება გვეუფლება მათი პიროვნული სიძლიერისა და სულის მშვენიერების მიმართ, მაგრამ ყოველთვის არ ვცდილობთ ამ იდეალების შესაბამისად ცხოვრებას.


- მართლაც, ზოგიერთ რამეს გააზრება უნდა. რასაც თქვენ ბრძანებთ, ის გვანიჭებს არა ესთეტიკურ ტკბობას, არამედ შთაგონებას; შინაგანად გვავალდებულებს. მაგალითად, სილამაზე არის ფრესკაზე (ყინწვისის ანგელოზი), მაგრამ ის არ მნიშვნელობს. მნიშვნელოვანია შთაგონება; ის სულიერი თვითგანვითარება, თვითგაძლიერება და თვითსრულყოფა, რომელიც ფრესკიდან გვეძლევა. ასევეა წმინდანთა სახეებიც. რა მშვენიერებაა წმინდა ნინოს სახეში, მაგრამ უპირველესად გვმართებს, მისგან შეძლებისდაგვარად მივიღოთ არა ტკბობა, არამედ შთაგონება, დამავალდებულებელი იმპულსი. თუ არადა, დახურული წიგნია, რომელშიც არის სიბრძნე, მაგრამ - გაუხსნელი.

- მისი უწმინდესობა ილია II ხშირად აღნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან რთულ დროში ვცხოვრობთ. საცდურების მომრავლების, ეკონომიკური სიდუხჭირის და სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანებს უჭირთ მაღალი ზნეობრივი იდეალებით ცხოვრება. ახალგაზრდების უმრავლესობა საქართველოდან მიდის. თქვენ როგორ გესახებათ გამოსავალი?


- საერთოდ, ავი უფრო ჩანს, კარგი - ნაკლებად. ცუდი უფრო იჩენს ხოლმე თავს. კონსტანტინე გამსახურდიას უწერია: რუსთაველის პროსპექტზე ერთი ჩხუბი რომ მოხდეს, ხალხი თვეობით ილაპარაკებს, მაგრამ მასზე ათობით და ასობით პატიოსანი კაცი დადის და მათზე არავინ ლაპარაკობსო. როგორც აღვნიშნეთ, კრიზისის დროა. რომ წაიკითხოთ, რა უბედურება ტრიალებდა თბილისში აღა მაჰმად-ხანის დროს, ოპტიმიზმით განიმსჭვალებით იმის გამო, თუ როგორ აღდგა საქართველო. ეკლესიათა რაოდენობა თუ მორწმუნეობას არ ასახავს, ეს უბედურება არ არის. შეიძლება ეს არ არის იმ ადამიანის სულიერების გამომხატველი, რომელიც ეკლესიას აშენებს, მაგრამ მაინც არ უნდა დავგმოთ. უკიდურესი გაჭირვების გამო ადამიანი ზოგჯერ კარგავს ზნეობრივ სახეს, მაგრამ ამას ჩვენი ერი უსათუოდ გადაიაზრებს (გადახარშავს). თუ არადა, სიცოცხლე აღარ იქნება. ეს არის ოპტიმიზმი. ან იცხოვრებს ქრისტიანული საქართველო, ანდა საერთოდ არ იქნება. ქრისტიანობის გარეშე ქართველ კაცს არ შეუძლია, დანარჩენს - თამაშობს. ამქვეყნიდან რომ გარბის ხალხი, ეს არაპატრიოტიზმი არ არის. რა ქნას, ოჯახი ხომ უნდა არჩინოს?! ეს ოჯახის სიყვარულია. ღრმად თუ ჩავხედავთ, ესეც საქართველოს სიყვარულია. ჩვენი ეპოქა გარდატეხისაა, აღარც ძველია და აღარც ახალი. ახლა ყველაზე მეტად ახალგაზრდობას თანავუგრძნობ. რა ქნან უნარიანმა და კარგმა ბიჭებმა და გოგონებმა?! მათთვის ბევრი წელი იკარგება, თორემ ეს ყველაფერი მოგვარდება. იმედიანობა, სასოება არის არა მხოლოდ სასურველი რამ, არამედ აუცილებლობაც. ჩვენ გვევალება იმედიანობა. ქრისტიანობა ეს არის. არ შეიძლება ქრისტიანი უიმედოდ იყოს.

- ყველაზე მეტად მაინც რა სჭირდება ახალგაზრდობას, რას უსურვებდით მათ?


- ისევ და ისევ ახალგაზრდობას სჭირდება მრავალმხრივი სიხარული. და როცა მრავალმხრივ აღარ არსებობს სიხარულის საფუძველი, თვითონ უნდა მონახოს გახარების შინაგანი საყრდენი. ესაა მეგობრობა, ოჯახი; ქვეყანაზე, მეზობლებზე, ყოველდღიურობაზე სიკეთით ფიქრი. ეს უკვე დიდი რამ არის. ჩვენს მწერლობაში გააქტიურებული იყო უბრალო ადამიანობის იდეალი. ცოტა ზედმეტად ამბიციურნი ვართ - როგორ უნდა გავიხაროთ, როცა ვერ ვაღწევთ დიდ სიმაღლეებსო? ეს ასე არ უნდა იყოს. უბრალოებაზე მეტი გენიალობა და სიხარული არაფერია. მაგალითად, მწერალმა დაწერა იმ უბრალო გლეხი ქალის ღირსებაზე, რომელიც არ დაფასდა. მაგრამ ისაა საქართველო. ვიდრე ასეთი ხალხი გვეყოლება, საქართველო იქნება. ჩვენ გვმართებს პატივისცემა სიკეთით აღვსილი სახეების მიმართ, მათი ყადრის ცოდნა.

- დიდი მადლობა, ბატონო რეზო, საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
05.12.2013
1902 წლის 27 მარტს (ახალი სტილით 9 აპრილს) დაიბადა ცნობილი ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ბარამიძე.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat