"სიუხვის სიღატაკე"
"სიუხვის სიღატაკე"
რუსი მოაზროვნე ბესარიონ ბელინსკი წერდა: "ადამიანურმა აზრმა თავი დააღწია ეკლესიის მეურვეობას, დამოუკიდებელ გზას დაადგა და რასთან მივიდა? თავისი საუკეთესო წარმომადგენლების: - რუსოს, გოეთეს, კანტის, ჰეგელისა და სხვათა - სახით, ფილოსოფია ისევ იმასთან მივიდა, რასაც ქრისტიანული რელიგია გვასწავლიდა". ეს ნიშნავს, რომ ცოდნისა და რწმენის, ფილოსოფიისა და ღვთისმეტყველების სფეროები განუყოფელია. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახ. ფილოსოფიის ინსტიტუტის ფილოსოფიური ანთროპოლოგიის განყოფილების გამგეს, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს პროფესორ ანზორ ბრეგაძეს. ბატონი ანზორისთვის ღმერთის ძიების გზა თავისებური იყო. რაც უფრო ჩაუღრმავდა თავის პროფესიას, მით უფრო მორწმუნე გახდა.

- ბატონო ანზორ, რამ მიგიყვანათ ჭეშმარიტ სარწმუნოებამდე, როგორ გახდით მორწმუნე?

- კლასიკური გაგებით, ჩემს თავს მორწმუნეს ვერ ვუწოდებ. საქმე ისაა, რომ ჩემი თაობის მორწმუნეთა უმრავლესობას სწამს ღმერთი, დადის ტაძარში, თაყვანს სცემს ყოვლადწმიდა სამებას, კაცთა ხსნისთვის განკაცებულ ღმერთს, წმინდანებს, ამაყობს ქრისტიანული კულტურითა და ტრადიციებით, მაგრამ ბოლომდე ვერ ახერხებს ეკლესიურ ცხოვრებას. ამ ნაკლოვანების საფუძველი აღზრდასა და გარემოებებს უკავშირდება, მაგრამ ყველაფრის მათზე გადაბრალებაც არ არის მართებული. ავისა და კარგის მქმნელი თავად ადამიანია. ფილოსოფოსები რომ "ციხის თავისუფლებაზე" მიუთითებენ, ეს რწმენის თავისუფლებასაც გულისხმობს. ადამიანში ყოველთვის არის ადგილი რწმენისთვის. ვერასოდეს ვერავინ დაგიშლის არჩევანის შინაგან თავისუფლებას. რწმენის გზაზე დიდ როლს თამაშობს პირადი გადაწყვეტილება და სიმამაცე. თავის გასამართლებლად სხვადასხვა არგუმენტის მოხმობა პასუხისმგებლობაზე თავის არიდება და სიმხდალეა. ეს - ზოგადად; კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების გზა ასეთია: ჯერ იყო "ინსტინქტური რწმენა" - ჩემი გენეტიკური განსაზღვრულობის (ბაბუა, დედის მხრიდან, მღვდელი ბრძანდებოდა) თუ ბავშვური პროტესტის გამოძახილი, შემდეგ დაიწყო ღმერთის ცნობიერი ძიების ხანა, წინააღმდეგობებით სავსე პროცესი, რომელსაც თან ახლდა იმედის დაკარგვაც და აღფრთოვანებაც და დასრულდა ღმერთის გონებრივი შემეცნების გზაზე წამიერი განათებით (გონებისა და ინტუიციის ერთგვარი შერწყმით). ერთი სიტყვით, ფილოსოფიური ანთროპოლოგიის პრობლემატიკამ, ადამიანის არსის ძიებამ ჩვენსავე სულიერ სამყაროში აღმოგვაჩენინა ღმერთთან ადამიანის მსგავსების დამადასტურებელი "ორგანო" ანუ უმაღლესი განზომილების ფენომენი, რომელსაც გონი ეწოდება. გონის ზნეობრივი თვითშემცველობა, მისი აქტები, უწინარესად, სინდისი და უანგარობა, უეჭველად ღვთაებრივი წარმომავლობისანი არიან, ღვთაებრივი კი მარადიულია.

მეტად სავალალოა ის, რომ საქართველოში ფილოსოფიური ანთროპოლოგიის (გონითი ანთროპოლოგიის) ფუძემდებლები, მართლაც ღვთისნიერი ადამიანები, ვერ მოესწრნენ რელიგიურ საჯარო თავისუფლებას, თუმცა კი მათი აზროვნების ლოგიკური მსვლელობა აქეთკენ მიემართება. გავიხსენოთ გავრცელებული აზრი: ყოველი შემოქმედი ფილოსოფოსი საიდუმლო თეოლოგია. აკი თავად შემოქმედებაა ღვთის ჯილდო ადამიანში.

- რა მოუტანა სეკულარიზაციამ ფილოსოფიას, როგორ გესახებათ რწმენისა და ცოდნის ურთიერთობის პრობლემა?

- დროა დავივიწყოთ რწმენისა და ცოდნის მკვეთრი ურთიერთდაპირისპირება, გზა მივცეთ მათ ურთიერთტოლერანტობას. არა მარტო რწმენაა ღმერთის შედეგი, არამედ ცოდნის საშუალება - გონებაც. განა რწმენის წიგნები ცოდნისანი არ არიან და მათში სიბრძნე არ არის ჩაქსოვილი? რელიგიური ანთროპოლოგია ამარცხებს აგნოსტიციზმს (შემეცნების შეუძლებლობას) ადამიანის შემეცნებაში, სკეპტიციზმსა და ნიჰილიზმს მისი ყოფნის წესში; ადამიანისთვის ამოუხსნელ საიდუმლოებებს მხოლოდ ღმერთი ანათებს და გვაგებინებს.

მაღალღირებული ქართული კულტურა ქრისტიანულია, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ქართულ ფილოსოფიაზე. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ფილოსოფია ქართული ფილოსოფიის სახეს მიიღებდა, მას რომ რელიგიასთან, ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან ჰქონოდა მჭიდრო კავშირი.

- რას გვეტყვით თავისუფლებისა და ზნეობის ურთიერთობის შესახებ?

- დღეს, მსოფლიოს დემოკრატიზაციის პირობებში, ადამიანმა მრავალი სახის "თავისუფლება" მოიპოვა, მაგრამ სწორედ თავისუფლებამ, უფრო სწორად, თავისუფლების არასწორმა გაგებამ და გამოყენებამ შექმნა მწვავე პრობლემები, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ ფორმულაში: "სიუხვის სიღატაკე", სიღატაკე სულისა და სულიერებისა, რაც დაკავშირებულია მასობრივ ათეიზმთან და რაც უფრო საშიშია - ფარისევლობასთან. არსებული ვითარების დასაძლევად აქტუალური გახდა თავისუფლებისთვის საზღვრების დაწესების ძიება, რაც სრულყოფილადაა გაცხადებული ქრისტიანობაში. იესო ქრისტემ და ქრისტიანობამ ადამიანს დაუდგინა თავისუფლების რაობა, დაუწესა თავისუფალქმედების ფართო არე, შეახსენა, რომ ის წმინდა არსია და უკეთურ საქმეთა აღსრულებისათვის მისი გამოყენება უდიდესი ცოდვაა. ქრისტიანმა თავისუფლებით უნდა განახორციელოს ის, რაც არ ეწინააღმდეგება ღვთაებრივი გამოცხადების პოსტულატებს - ზნეობას, გონით აქტებს, სინდისს. ქრისტიანული თავისუფლება ეს არის თავისუფლება გონის ფარგლებში. ღმერთმა ადამიანში თავიდანვე შთანერგა კეთილი საწყისი - გონი, რომელიც მარად თან ახლავს კეთილ მეგზურად. მაგრამ მას ჰყავს მძლავრი მეტოქე - "მდაბალი სული" - უკონტროლო, თავაშვებული ლტოლვები (ვნებები). და არა მარტო ეს და მისთანანი, არამედ თავისი ფუნქციით და რანგით გონთან ახლოს მყოფი გონებაც (გონსმოკლებული სახე გონებისა), რომელიც "გაეპარება" ხოლმე გონს, რათა აკეთოს ავი საქმენი (ყველა უზნეო აქტი, რომელიც დახვეწილი ეშმაკობით გამოირჩევა, ასეთი გონების ნაყოფია). სატანური ძალები ცდილობენ გონის, მისი აქტების, უწინარესად, თავისუფლების დასაკუთრებას, თავის სამსახურში ჩაყენებას. ამ შემთხვევაში პიროვნებას, გონს დიდი სიფხიზლე მართებს, რათა თავისუფლება გადაცდომისაგან დაიცავს.

- გვიამბეთ თქვენი ბოლოდროინდელი სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

- ჩემი ახლანდელი მუშაობა მთლიანად რელიგიურ ანთროპოლოგიას ეძღვნება. დავამთავრე ორი ვრცელი გამოკვლევა: "გონითი ადამიანი" და "ადამიანი და ღმერთი". გამოვაქვეყნე ნაშრომი "რელიგიური გონი" ("ფილოსოფიური ძიებანი", #9, 2005 წ.), დასაბეჭდად გადაცემულია "თავისუფლება გონის ფარგლებში".

- ბატონო ანზორ, რას უსურვებდით ქართველ ახალგაზრდებს, ეკლესიათა მშენებლებს, ახალგაზრდა თეოლოგებს?

- ახალგაზრდებს (და არა მარტო მათ) ქრისტიანული ზნეობის, ქრისტესეული გმირული საწყისების, ქართული ტრადიციების აღორძინებისკენ მოვუწოდებდი. ეკლესიათა მშენებლებს ვთხოვდი, უპირველესად, საკუთარ გულებში ტაძართა მშენებლობას, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გადმოიღვრება მათი ნახელავიდან სითბო და სიყვარული. ახალგაზრდა თეოლოგებს კი ერთსა ვთხოვ: "სინათლე, მეტი სინათლე!" მართალია, აზრის გასაგებად გადმოცემა დიდი ხელოვნებაა და ეს ყველას არ ძალუძს, მაგრამ ეცადონ. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვყავს მისაბაძი მაგალითი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სახით, რომელიც ურთულეს პრობლემებს ხალხისთვის მისაწვდომად გადმოსცემს.

- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
25.07.2018
ბერძნულად სოფია ნიშნავს სიბრძნეს! შემთხვევით არ არის, რომ "ქალბატონ" სოფიას სოფია დაარქვეს.
18.07.2016
იურიდიული მეცნიერების თვალსაჩინო მოღვაწეს, არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს, ფაქტობრივად თანამედროვე ქართული სამართლებრივი პუბლიცისტიკის მესაძირკვლეს, ბატონ ოთარ გამყრელიძეს, ცოტა ხნის წინ 80 წელი შეუსრულდა.
10.10.2013
ჩვენი სახელოვანი წინაპრები, საზოგადო მოღვაწეები, ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ პედაგოგიკის პრობლემას
26.09.2013
"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი
18.07.2013
პროლოგის პირველი სტროფით რუსთველი ღვთიურ შესაქმეს გვახსენებს. მოსეს წმინდა წიგნების საფუძველზე ის ხაზგასმით გამოარჩევს შემოქმედის ნების ორ ასპექტს და გვამცნობს:
18.07.2013
მასწავლებლის წმინდათაწმინდა დანიშნულებაზე ბერი პაისი ათონელი წერს: "იყო ნამდვილი მასწავლებელი - დიდი საქმეა!
04.07.2013
ივანე ბერიტაშვილი დაიბადა 1885 წლის 10 იანვარს სოფელ ვეჯინში (სიღნაღის მაზრა), მღვდელ სოლომონ ბერიტაშვილის ოჯახში.
06.06.2013
მსოფლიო რანგის მეცნიერს, ეროვნული ფსიქოლოგიური სკოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ ფუძემდებელს
09.05.2013
"არის ასეთი საგანი, რომელსაც ფილოსოფიის ისტორია ეწოდება, მაგრამ გასულ საუკუნეში წარმოიშვა ახალი საგნები: ისტორიის ღვთისმეტყველება და ისტორიის ფილოსოფია.
14.03.2013
კონსტანტინე კაპანელი (ჭანტურია) (1889-1952) XX საუკუნის I ნახევრის ქართული ფილოსოფიისა და ლიტერატურული კრიტიკის საინტერესო და ორიგინალური წარმომადგენელია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler