ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში
ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში
მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი: ყველაზე დიდი საჩუქარი ბავშვებისთვის არის ჩვენი ჰარმონიული ურთიერთობა ოჯახში. ამ ჰარმონიისთვის უნდა გადავდოთ, თუგინდ მნიშვნელოვანი საქმეები. უნდა გვახსოვდეს: სიმშვიდე - სიმდიდრეა, რომელიც არ არის დამოკიდებული გარეგნულ კეთილდღეობაზე.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ "შეიყვარნა თვისნი იგი ამას სოფელსა შინა და სრულიად შეიყვარნ იგინი" (იონ. 13.1).

ვერავინ, ვერასდროს ვერ შეიყვარა ადამიანი ისე, როგორც შეიყვარა ქრისტემ. მან თავი თვისი დასდვა მისთვის. ქორწინებაში ქმარს ისე უნდა უყვარდეს თავისი მეუღლე, როგორც ქრისტეს - ეკლესია, ანუ: ქორწინებაში ადამიანი თავისი სიყვარულის რეალიზებას ახდენს, უსასყიდლოდ გასცემს ყოველივეს, არ ეძებს რაიმეს საკუთარი თავისთვის. ამით ამხნევებს სხვა ადამიანს, ამშვიდებს მის სულს, აძლევს შესაძ-ლებლობას მეორე ნახევარმაც გასცეს, რაც შეუძლია. თუ ამგვარად არ მოიქცევა გაჩნდება პირველი ნაპრალი ურთიერთობაში, ხოლო შემდეგ მრავალი პრობლემა იჩენს თავს.

მოდით, გავითავისოთ ის, რომ მოგვეთხოვება სხვა ადამიანის მოსმენა. იმისათვის რომ მოუსმინო, უნდა გაჩუმდე. ქმარმა მოუსმინოს ცოლს, ხოლო ცოლმა - ქმარს. ამრიგად, ორი ადამიანი ქორწინებაში მისცემენ ბავშვებს ყოველივე საუკეთესოს, ვინაიდან ყველა მშობელს საკუთარი შვილების დიდი სიყვარული გააჩნია.

გისურვებთ, რომ თქვენთანაც ყოველივე სათნოდ წარიმართოს, რათა გაიხაროთ თქვენს ოჯახში. გისურვებთ, ნუგეშისცემულ იყოთ თქვენი შვილების წარმატებით. ბედნიერნი იყვნენ და უფალმა აკურთხოს ისინი.

ბეჭდვა
1კ1