მშობლები ამგვარად ბავშვის სულში ხშირად თესავენ სიამაყეს
მშობლები ამგვარად ბავშვის სულში ხშირად თესავენ სიამაყეს
მამა პაისი ათონელი ამბობს: ერთი საქმეა - მსუბუქად შეაქო ბავშვი, რათა სულით არ დაეცეს, სხვაა - მასში ეგოიზმი გააღვიძო. ვთქვათ, ბავშვი ჩამარცვლით კითხულობს, შეეშალა და ახლა ტირის. დედა ამხნევებს: "ნუ წუხხარ, ყველაფერი კარგად წაიკითხე". მაგრამ თუ ბავშვმა ლექსი კარგად წაიკითხა და დედა სხვების წინაშე შეაქებს, ეტყვის: - რა კარგი მყავხარ, ყველა ბავშვზე უკეთ წაიკითხეო, - ცუდია. მშობლები ამგვარად ბავშვის სულში ხშირად თესავენ სიამაყეს.

პატარაობისას ბავშვებს სირბილისას უკან ჩამოვიტოვებდი ხოლმე, ამიტომ ისინი სირბილის ნებას არ მაძლევდნენ, "ემიგრანტოს" ძახილით მაგდებდნენ თავიანთი წრიდან. დედას შევჩივლე, - ბავშვები დაჭერობანას არ მათამაშებენ-მეთქი. "სირბილი გინდა? აი, ეზო და ირბინე. ქუჩაში სირბილი რად გინდა, რომ გიყურონ და თქვან, რა ყოჩაღიაო? ეს ხომ სიამაყეა!" სხვა დროს ბავშვებმა ბურთის თამაში ამიკრძალეს. კვლავ დედას შევტირე. "დიდი ეზო გვაქვს, ბურთიც გაქვს. აქ ითამაშე. რა გინდა, გიყურონ და შენი თამაშით ტკბებოდნენ? ამაში ხომ სიამაყეა". მაშინ კი ვიფიქრე, დედა მართალია-მეთქი. ნელ-ნელა სურვილიც გამიქრა ბურთის თამაშისა და სირბილისა. მივხვდი, რომ ამაში სიამაყე იყო.
ბეჭდვა
1კ1