ოჯახი არის ერის, ქვეყნის საძირკველი
ოჯახი არის ერის, ქვეყნის საძირკველი
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
-თანამედროვეობის პრობლემა? -ძირითადად რასაც ვწუხვარ ის არის,  თუ როგორ ინგრევა ჩვენს ქვეყანაში ოჯახები. ეს არის ძალაინ სერიოზული პრობლემა თანამედროვეობაში და ეს შეეხება აქტიურად ჩვენს ქვეყანას.

ამ პერიოდში როდესაც ფასეულობები უფასურდება, პირდაპირი დარტყმა  ოჯახზე მოდის. ოჯახი არის ერის, ქვეყნის საძირკველი, ძალა და ენერგია. თუ ეს საძირკველი მოიშალა ერს გადაგვარება ემუქრება. ძირითადად ამაზე ვწუხვარ, რომ ძალიან ადვილად ინგრევა ოჯახები. ძალიან გახშირდა ოჯახის შექმნიდან მოკლე დროში მისი დანგრევა. ეს იმაზე მეტყველებს,  რამდენად ნაკლებია სარწმუნოება ადამიანში და ქორწინებაში ხედავენ სიამოვნებას მარტოოდენ და არა გარკვეული სიმძიმის ტარების პასუხისმგებლობას. ეს რა თქმა უნდა აისახება დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. თუ ასე გაგრძელდა ერის სულიერი კრიზისი დადგება.

გაიზრდება თაობა რომელთაც არ ეცოდინება ვინ არის დედ- მამა და ამით დაკარგავენ მშობლების სიყვარულს და პატივისცემას. ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა, არა მარტო ეკლესიის პრობლემაა ეს, ეკლესია ისედაც ქადაგებს ამას, რომ ოჯახის ერთგული უნდა იყოს ადამაინი, ვფიქრობ სახელმწიფომაც უნდა იზრუნვოს ამისთვის. წახალისება მიეცეს გამრავლებას ჩვენს ქვეყანაში. მრავალშვილიანი ოჯახები წახალისდნენ, დახმარებები გამოიყოს, ხელშეწყობა ჰქონდეს ადამიანს იმისათვის, რომ ოჯახი გამრავლდეს და ბევრი შვილი მოევლინოს ქვეყანას. მარტო ეკლესია ამას ვერ გაუმკლავდება, თუმცა უწმინდესმა ძალიან ბრძნული ნაბიჯები გადადგა  და რამდენი ათასამდე ბავშვი მონათლა. ათასობით ბავშვი, რომლებიც წესით არ უნდა დაბადებულიყო მათი მშობლებისთვის რომ გვეკითხა, მაგრამ უწმინდესმა ისეთი წახალისება გააკეთა სულიერი თვასლაზრისით, რომ მრავალი ადამიანი მოევლინა ქვეყანას და სერიოზული გენოფონდი შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში.


***
შევეცადოთ ვიცხოვროთ უფრო სიღრმისეულად და უფრო აქტიურები გავხდეთ ეკლესიურ ცხოვრებაში. ეკლესია არ არის მარტო გარეგნულად მონაწილეობის ფორმა, ეს არის მადლის მიერი ქმედება, როდესაც წირვას ვესწრებით და ჩვენი გულისყური რაღაც საქმიანობის ირგვლივ ტრიალებს, მაშინ სხეულით ვდგავართ წირვაზე და გონებით სხვაგან ვართ. მეტი გულისხმიერებაა საჭირო და მეტი აქტიურობა. თუნდაც დილას საღამოს ლოცვების წაკითხვა, სახარების კითხვა, ეს საერთო ჯამში არის სულიერი საკვები, რომელიც გვასაზრდოვებს და თუ ამ სულიერ საკვებს ყოველდღიურად არ ვღებულობთ მაშინ ვუძლურდებით ისე როგორც ფიზიკურად ვუძლურდებით როდესაც დღეები გადის და საკვებს არ ვღებულობთ.  სულსაც კვება სჭირდება და ეს საკვები მუდმივად უნდა გვეძლეოდეს.




ბეჭდვა
1კ1