სამთავროს მონასტრის დედების გალობა - "ჩემო პატრიარქო"
სამთავროს მონასტრის დედების გალობა - "ჩემო პატრიარქო"
ქართულ საგალობელს მადლი დაეფინა,
სული იბერული სუნთქავს სამზიანოს,
ზეცით დაფერილი წმინდა თვალები გაქვს,
სულის სითეთრეში მადლი დაგფრთიანობს.

სითბოდათოვლილმა ჯვარმა ილიბანა,
საროდ გესირმება სული მოსალბუნე,
ბერთა იბერიას ნატრის მწირი ბანა,
მირონ გადმოღვივით მცხეთის ხოდაბუნებს.

ლომისს ეფონება მამის მაისობა,
ცაი სმარაგდოი სულში ჩაიკმიე,
გული გაგვიწმიდე ტკბილო პატრიარქო,
დარდით დასეტყვილო, მადლით ჩაგვინისლე.



ძეცის დედოფალმა შვილად დაგიგულვა.
იბერთ მამობრივი სული დაგვიმორჩე,
აღმაშენებელმა შტასი გიდავითნა,
ქრისტეს ეკლებმა კი შუბლი დაგიკოცნეს.

ლოცვის სინატიფე ათოვს ღუდუშაურს,
აჩხოტს სულიწმიდის მადლი აცისკარებს,
ზეცას ქერუბიმობს რქაი დავითური,
ქრისტეშობის მადლით გერგეთ გაწმიდანებს.

ქართულ საგალობელ გუმბათს ეკამარა,
ვახტანგ მადლსამოსად მცხეთას იპირველებს,
მამა დაგვილოცეთ ზეცად იბერიავ,
თამარ გვირგვინოსან გვირგვინს გიმზისფერებს.

ჯვარო უმძიმესო, ჯვარო უუტკბესო
სოფლის სიშავიდან მადლი ამოძოვე
მამა დაგვილოცეთ დიდნო წინაპრებო,
ჯვარო უძლეველო - მამა დაგვილოცე.

მირკანს მოუსხია კვართის მოსასხამი
მცხეთის სიწმინდეში მადლი დაგფრთიანობს
ზეცით დაკვებილი წმინდა თვალები გაქვს,
"ჩემო პატრიარქო", "ჩემო პარტიარქო".

ბეჭდვა
1კ1