"შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული"
"შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული"
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
მემკვიდრეობით სამეფო ტახტი უნდა მიეღო, ხმალი სჭირდებოდა ხელში თავისი სამშობლოს, მამის დანატოვარი დიდი საქართველოს დასაცავად... მაგრამ საქვეყნო დიდებას იესო ქრისტეს მსახურება არჩია... და თავის ქვეყანას ბერის სენაკიდან უკვე დამიანედ წოდებული ლოცვით შეეწეოდა. მისი სამლოცველო დავით გარეჯის უდაბნო იყო, აქვე ერთ-ერთი ტაძრის კედელზე მისი სახეც გამოუხატავთ თანამედროვეთ... ეს ფრესკა მეცხრამეტესაუკუნეშიც არსებობდა, მაგრამ შემდეგ, ისე, როგორც ამ დიდებული სავანის თითქმის მთლიანი ნაგებობანი, ისიც დაკარგულა, იავარქმნილა... დემეტრე-დამიანე არა მხოლოდ ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულში ჰბაძავდა თავის დიდ მამას, არამედ მწერლობაშიც. კათალიკოსი ანტონ I სიბრძნის მოყვარეს, რიტორს და პიიტიკოსს უწოდებს მას.
სწორედ დავითის ძე დემეტრე-დამიანეს ეკუთვნის ყვეკა ქართველისათვის ცნობილი "შენ ხარ ვენახი":
"შენ ხარ ვენახი, ახლად აყვავებული,
ნორჩი კეთილი, ედმეში დანერგული,
ალვა სუნნელი, სამოთხით გამოსრული,
ღმერთმან შეგამკო, ვერვინ გჯობს ქებული,
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული".
ეს საგალობელი ქართველი ჰიმნოგრაფიის შედევრია. იგი ღვთისმშბლის სადიდებელია.
პ.ს. ამასწინათ კაპადოკიის სიწმინდეები მოვილოცე. იქ საოცრება ვნახე. მრავალი მართლმადიდებლური სიწმინდეთაგან იყო " შენ ხარ ვენახის" მადლიანი ფრესკა. მუზეუმად ქცეულ ტაძარში, გუმბათის ქვეშ გამოუსახავთ ჩვენს წმინდა მამებს სითბოთი და სიყვარულით მომზირალი დედა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ფოტოს გადაღებაზე ოცენაბაც ზედმეტი იყო. .. თუმცა, ფარულად, ტელეფონით  მოვახერხე და თქვენამდე მოვიტანე. შეგვეწიოს ამ დიდებული ფრესკის მადლი.
ბეჭდვა
1კ1