როგორ დასწერა ილია ჭავჭავაძემ "ოთარაანთ ქვრივი"
 როგორ დასწერა ილია ჭავჭავაძემ "ოთარაანთ ქვრივი"
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
ვგონებ ეს იყო 1886 წ. შემოდგომაზე, როდესაც ის ჯერ კიდევ ცხოვრობდა ახალ ბებუთოვის ქუჩაზე ზუბალაშვილის სახლებში. ერთი ჟინღლიან დღეს, როცა ილიას შევასწარი მჯდომარე თავის კაბინეტში და როცა ჩემთან მორჩა საუბარს ახალ გერმანულ წიგნების შესახებ, მან უცბად მითხრა: "მე მაქვს საინტერესო იდეა მოთხრობიათვის, მან უნდა მოგვცეს ქართული გლეხის და უკანასკნელი დროის ქართველ მემამულეთა ფსიხოლოგია". შემდეგ ილიამ თითქმის დაწვრილებით მომიყვა ახალი მოთხრობის ფაბულას მაგრამ დასძინა, რომ უფრო უკეთესად მოიფიქრებდა.
მისი აზრი ძალიან მომეწონა, იგი თითქოს იყო გაგრძელება მისი აზრის "კაცია ადამიანში" და "გლახის ნაამბობში" რომ დაამტკიცებდით, რომ თქვენი იდეები ქართველი ერის ზნეობრივ სიმაღლის მეტად მწყობრად მდინარებს მეთქი".
"ჰო, პირველ მოთხრობებში მე ვიბრძოდი გლეხების ნივთიერ თავისუფლებისათვის. ამ მოთხრობაში კი მე მინდა გავლენა მოვახდინო მათს ზნეობრივ თავისუფლებაზე, დასძინა ილიამ და ვრცლათ შეეხო მაშნდელ ქართველ გლეხის ყოფა-ცხოვრებას, მის ზნეობის სისუფთავეს და პატიოსნებას.
რასაც უფრო ბევრს ლაპარაკობდა ილია მით უფრო თბილი ხდებოდა მისი სიტყვები. და არა ერთგზის ჩემთან ლაპარაკში მრვალაგზის დაუყენებია მაღლა ქართველი გლეხის ზნეობა ეგრედ წოდებულ განათლებულ ერებზე.
ამ საუბრის მერე ილია რამდენიმე დღე აღარას ლაპარაკობდა თავის მოთხრობაზე, მაგრამ ერთხელ შაბათს დღეს როცა მე შეველ ილიასას, მისმა მეუღლემ ოლგამ გადმომცა , რომ ილიამ დაიწყო რაღაცის წერა და მთხოვა ჩემთან ნურავის ნუ შემოუშვებო. მე უკვე წასვლა დავაპირე, რო ილიას ჩემი ხმა გაეგო კაბინეტის კარები გააღო და დამიძახა.
"გუშინ საღამოს მე დავიწყე ჩემი მოთხრობის წერა" მითხრა მან და მაჩვენა რამდენიმე ფურცელი წვრილ ხელით ნაწერი. "სულ მზადა მაქვს თავში და ეხლა შეუწყვეტლად შეუდგები წერას". ასეც მოხდა ხუთ დღესა და ღამის განმავლობაში ილიამ დაასრულა "ოთარაანთ ქვრივი", რის შემდეგაც მხოლოდ მეთაურებს ღა სწერდა "ივერიისთვის".
ის მაშინ 50 წლისა იყო სავსე ფიზიკურ, და გონებრივი ძალებით როგორც ილია თვითონ ხშირად იტყოდა, ევროპიელი მწერლები და განსაკუთრებით მეცნიერებუ ამ
ასაკსი იჩენენ ხოლმე დიდს გონებრივს ნაყოფიერებას მაშინ, როცა ქართველი მწერლები ძალიან მალე ჩუმდებიან.
სად არის მიზეზი?
ამაზე ილიასთან ძალიან ხშირად გვილაპარაკნია. შესაძლებელია, რომ ხასიათს, ცხოვრება ტემპერამენტი ჰავა და სხ, გავლენას ახსენენ გონებრივ ძალის დაცვასა თუ დახარჯვაზე. მაგრამ ილია სამართლიანად შენიშნავდა, რომ აქ არის კიდევ სხვა მიზეზი ადამიანის ყველა მოქმედებაში უნდა იყოს რაიმე რიტმი ე.ი. რიტმიული ზომა თუ რიგი. კაცმა თავის ჯანის შესანახავად უნდა იმუშაოს ამა თუ იმ ტემპით, არც სწრაფად, ვნებით და არც ზანტად თუ ნელა. არ შეიძება იმუშაო გიჟივით და მერე მთლად განელდე შრომაში უნდა იყოს გარმონია: "თავი დაუჭირე გატაცებებს და ყოველ დღე იმუშავოს რამდენიმე საათით და საჭირო შევეებით. და არა დღე და ღამე მიყოლიებით, რომ მერე დაანტებულმა უბრალოდ იხეტიალო მთელი დღეებითა თუ კვირეებით!
ამ გარნონიასთან შეთავსება ილიამ ვერ მოახერხა ბავსობიდანვე, თუმცა კი იცოდა, რომ მხოლოდ ამ ჰარმონიას შეუძლიან შეუნახოს მისი გონების შემოქმედება დიდს სიბერემდე.


ბეჭდვა