25 მაისს, გალერეა "ვაჩე" უჩვეულო გამოფენას მასპინძლობს
25 მაისს, გალერეა "ვაჩე" უჩვეულო გამოფენას მასპინძლობს
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ. ქიაჩელის N28 მისული მნახველი გამოფენაზე იხილავს უმაღლესი ხარისხის თექისგან (მირინოსი) შესრულებულ სურათებს, რომელიც ცნობილი მხატვრის ნახატების პეიზაჟების, ნატურმორტების მიხედვითაა შექმნილი. ხევსურული ნაქარგობის ნიმუშები და ძვირფასი ბუნებრივი ქვებისგან შექმნილი აქსესუარებიც გამოფენის მნიშვნელოვანი ნამუშევრებია. როგორც მონასტრის იღუმენმა ნეოფიტემ (უროტაძე) აღნიშნა, გამოფენისთვის მზადება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. ყოველივე ეს საკუთარი ფინანსური ძალებით შევქმენით. აქედან გამომდინარე დაგვჭრდა ოთხი წელი გამოფენის მომზადებისთვის. ჩარჩოების დამზადებაში ახლობელი დაგვეხმარა, რისთვისაც მადლობას ვუხდით. მონასტერში ორნი ვართ. მე და ერთი მორჩილი, გაბრიელი (ცეცხლაძე). ყველაფერი ჩვენი ხელნაკეთია. აღნიშნული გამოფენა ემსახურება იმას, რომ მონასტერმა თავი ირჩინოს საკუთარი შემოქმედებით,-დასძინა საუბრისას მამა ნეოფიტემ.
გამოფენა 3-4 დღე გაგრძელდება.

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1