მეგზურის იგავი
მეგზურის იგავი
2010 წლის მაის-ოქტომბერში ხელოვნების აკადემიამ ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი 16 წლამდე მოზარდებს შორის. ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ მწერალი გურამ დოჩანაშვილი. კონკურსში გაიმარჯვა ნანა აბულაძემ, რომლის ნაწარმოებსაც ახლა ვთავაზობთ "კარიბჭის" მკითხველს.

იყო მეუფე მოწყალე და სამართლიანი ქვეყანასა ერთსა. ერთხელ ჩამოვიდა თავისი საყდრიდან და შეიმოსა, ვითარცა უბრალო ადამიანი, და დატოვა სასახლე ძვირფასი და გავიდა ხალხში. იხილა კაცი ერთი, რომელიც აბგაში აწყობდა საჭმელს და ჰკითხა:

- რასა იქმ, ძმობილო?

კაცმა მიუგო:

- მეორე ქალაქში უნდა წავიდე და მცირე საგზალს ვიმზადებ.

- მეც იქ მივდივარ. შენ გამოგყვები, რაკი ერთი გზა გვქონია.

- კეთილი. მაშინ დღეს შებინდებისას წავიდეთ, - უთხრა კაცმა.

- უმჯობესი იქნება, თუ ხვალ დილამდე მოვიცდით, რაღა ღამით ვიმგზავროთ...

არ ირწმუნა კაცმა მეუფისა და უკუნეთში გაუყვნენ შარას. მხოლოდ მთვარე ასხივებდა სინათლეს მზისას...

გაიარეს მცირე მანძილი და გზა ორად გაიყო: ერთი დაბურულ ტყეში გადიოდა, მეორე კი ეკალ-ბარდებს შორის მიმავალი ბილიკი იყო.

- წავიდეთ ამ გზით, - ბილიკზე მიუთითა მეუფემ.

- არა, ეკლები დაგვკაწრავს, - იუარა კაცმა, - ტყეში შევიდეთ.

- ნუთუ ტყეში ნადირი არ იქნება?

- ნადირს ახლა სძინავს, ამიტომ განვიზრახე, ღამით გვემგზავრა.

- მხეცნი სწორედ ღამით გამოდიან სანადიროდ, - მშვიდად უთხრა მეუფემ.

კვლავ არ დაუჯერა კაცმა და შევიდნენ უსიერ ტყეში. იყნოსა დამშეულმა მგლების ხროვამ, აბგაში საგზალი რომ ჰქონდა კაცს და შემოარტყა ალყა კბილთა ღრჭენით.

- გადაუგდე მახალაკი მგელთა და გამომყევი მე! - ჰრქვა მეუფემან კაცსა.

- უკუეთუ გადავუგდო და დავრჩე მშიერი? - ეჭვით იკითხა კაცმა.

ეცნენ მგლები. აბგაც გაიტაცეს და მარჯვენა ფეხიც შეიწირეს კაცისა და განშორდნენ.

ეგდო კაცი მიწაზე და კვნესოდა. შემდეგ მიმართა მეუფეს:

- შენი ბრალია ყოველივე, რადგან არ აიღე ქვა ანუ ტოტი ხისა და არ განდევნე მხეცნი!

ხოლო მეუფემან მკაცრად მიუგო:

- მოყვასო, მე შენ გიჩვენე ნათელი, შენ კი ბნელში სვლა არჩიე; გიჩვენე გზა ჭეშმარიტი, შენ კი არ გაჰყევი მას; მიმყავდი სიცოცხლისკენ, რომელსაც ამქვეყნიური საგზალი ამჯობინე. განა არ იცი, სიყმილისგან გახელებულ ნადირთ ქვების სროლით ვერ მოიგერიებ, კიდევ უფრო გაამწარებ მხოლოდ. მე ვარ შენი ერთგული მეგობარი, ვინაიდან კარგი მსურს შენთვის, შენ კი არ გიყვარვარ, რამეთუ ბრმა ხარ; მე ვარ მოძღვარი, რადგან გაძლევ რჩევებს, ხოლო შენ არ მისმენ; და თუ ყოველივე ამის მერე არ ხარ კმაყოფილი, ამაში მე ნუღარ მადანაშაულებ!

კაცს თვალები აუწყლიანდა და შეჰღაღადა:

- შემინდე, უფალო, რამეთუ ვერ გიცანი!

ხოლო მეუფემან მისცა მას ხელი, წამოაყენა, შეუდგა მხარში და შეწევნითა მისითა კაცმა მშვიდობით ჩააღწია მეორე ქალაქს.

ნანა აბულაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler