დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება
დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის.
უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო.
უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ.
რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი.
მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ.
რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ.
თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა.
კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ.
იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.
კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი.
უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი.
მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა. წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

ბეჭდვა
1კ1