პოეზია ზედმეტი არასოდეს ყოფილა...
პოეზია ზედმეტი არასოდეს ყოფილა...
ჯერ დიდი გზა აქვს გასავლელი. მისი გზა რთულია და თან საინტერესო. ხშირად უჭირს, მაგრამ ყველაფრის ატანისთვის მზადაა, მთავარია, გზა არ დაკარგოს და მიჰყვეს... მიჰყვეს თვალისმომჭრელი სინათლისაკენ.

პოეზია საერო ცხოვრებიდან მოჰყვა, ისევე, როგორც გვარი, და როცა იმაზე უწევს პასუხის გაცემა - ვინ არის, აუცილებლად ასახელებს: იოანე ბოლნელის სახელობის გიმნაზიის რექტორი, დამფუძნებელი, ბოლნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი... და პოეტი.

სხვანაირად არ შეუძლია. მთავარი უფლის მსახურებაა, მისი კანონების დაცვა. ზოგჯერ კი ისე ძალიან მოუნდება სამყაროს საკუთარი აღქმისთვის, საკუთარი შეგრძნებისთვის გზის მიცემა, ლექსებს წერს. ან როგორ შეიძლება ადამიანს ლექსის წერა არ მოუნდეს, როცა გარიჟრაჟზე მონასტრის სიმყუდროვეში ამომავალი მზის სხივებს შეხვდება სიხარულით? მერე ეს სხივები ტაძრის გრილ ფილებს დაეფინება და ფრესკებსაც გაანათებს. ბერები ლოცულობენ და მათი კეთილი ენერგია მთელი სამყაროსკენაა მიმართული. მთავრდება განთიადის ლოცვები. გრძნობა, რომელიც ამ დროს გავსებს, მთელი ქვეყნიერებისთვის გემეტება. ამ დროს იწერება ლექსი...

მამა პეტრე კვარაცხელია გულრწფელია. როცა მის ლექსებში ამას ხედავენ, უხარია. უხარია ისიც, რომ შეუძლია, თავისუფალი იყოს.

- ყველაზე დიდი შემოქმედი უფალია, ბედნიერებაა იცხოვრო უფლისთვის. არასოდეს მიფიქრია, რომ რაღაც დავთმე და შევუდექი ქრისტეს გზას, მე უბრალოდ ზედმეტი ჩამოვიშორე და სულიერებისკენ წავედი, - ამბობს მამა პეტრე, პოეზია კი ზედმეტი არასოდეს ყოფილა...


მარტოსულო
მარტოსულო, მარტოსულთა ააშენე კარავი,
ცრემლით, ლოცვით, სინანულით გაანათე სულეთი.
მერე წადი უდაბნოში, მიატოვე - არავინ,
შიგნით, გარეთ, ყველგან ყოფნა ნუ იქნება სულერთი.
მთვარის პროფილს დაედევნე მარტოსულთა კარვიდან,
ზეცას სისხლით მიაწერე სიმარტოვის არაკი,
იქაც, აქაც თუ იტყვიან, - საცოდავად წავიდა,
მარტო ყოფნა ღმერთს მიართვი, როგორც წმინდა ზვარაკი.


ბეთანიელ მამებს
იწვნენ მდუმარედ წმინდა ბერები,
და ფრესკებს ღამის ჩრდილი ფარავდა,
ცას სინანულის ახრჩობს ცრემლები,
მე კი სიჩუმე უფრო მზარავდა.
ისევ მდუმარედ იწვნენ ბერები,
შავი მანტია ტაძარს უვლიდა.
როცა თბილ კედლებს მივეფერები,
მომეპარება ღამე ზურგიდან.
მანუგეშებდნენ მშვიდი ბერები
და ბეთანია მარტოსულს ჰგავდა,
და სანთლის შუქზე კრთოდნენ ფრესკები,
მე უკვდავების შიმშილი მკლავდა.
ვრეკავდი ზარებს სუსტი ხელებით,
და ეს ტკივილი ვინ რა იცოდა...
ჯვარცმულ უფალთან წმინდა ბერები
და ღვთისმშობელი ჩემზე ტიროდა...


უძღები შვილი
გზადაგზა სამოთხის ალმასებს აბნევდი,
დარბოდი უკუღმართ გზებით,
ღამეებს უგუნურ ჭიდილში ათევდი
უძღები შვილების ნებით.
მოწყალე მამისგან ასე რას გარბოდი,
სურვილებს სანამდე სდიე,
მერე კი მშობელთან შეხვედრას ნატრობდი,
ატირდა თვალები მღვრიე...
ხომ ხედავ საკუთარ გულისთქმებს აყოლით
ვერასდროს იქნები მშვიდი.
დაბრუნდი, მამასთან იყავი დამყოლი,
მიგიღებს, ნუ შიშობ, მიდი...


აღსარება
მრუში, ფარისეველი, მეძავი,
კაცისმკვლელი, გარეწარი, მოღალატე,
ურწმუნო, ავაზაკი, გამყიდველი და მერე -
მაგდალინელი, მეგვიპტელი, პავლე მოციქული,
თომა...
მაგრამ მოზღვავებული წარღვნამდელი კაცობრიობა...
დღეს ბევრი აღსარება მივიღე. ო, როგორ შემრცხვა -
ყველაში მე ვიყავი და ყველა ჩემში იყო.


სოხუმო ჩემო...
ქალაქს ემოსა პერანგი წვიმის,
სისხლისფერ წვეთებს გაევსო მიწა,
დღე იყო რაღაც ძალიან ცივი,
ცრემლებად იქცა უძირო რიწა...
და რძისფერ მთებზე მოწყენილ იებს
ჩაატარებენ სულ სხვა ხელები...
ილორს მოვავლე თვალები მღვრიე
და მივაბარე ზეცას ცხედრები.
დავემშვიდობე ბედიის ლოდებს,
კამანში სისხლი ამაოდ ვღვარე...
ამაზე მეტი რა უნდა მქონდეს
ან როგორ დავთმო სამოთხის მხარე?
საკენ-ჭუბერი, ქართველთა თხემი,
ამდენი ცოდვით დამძიმდა მიწა...
და იგვიანებს, სად არის გემი,
ან ვინ შეღება სისხლისფრად რიწა?
ან ვინ ჩატეხა ხიდი ენგურის,
ვინ დაადუმა მოქვის ზარები?
რისთვის გაყიდეს ხატი, ჭედური?
ფრესკებს მოვავლე ცხელი თვალები.
ენგურს გადაღმა გაზაფხულია,
თუმცა არ ყვავის დამწვარი ნუში,
ნამგალა მთვარეს სად არ უვლია,
დიოსკურია ჩაუკრავს გულში.
ასე წამართვეს სიცოცხლის გემო,
დამუნჯდა ილორს დედო ზარები.
ისე ნუ მომკლავ, უფალო ჩემო,
რომ არ მოვავლო სოხუმს თვალები!..


ჯვარცმა
პალმის რტოებს ჩაუვლიან ლანდები,
და ღმერთკაცის ჯვარცმულ სახეს ვნახავ,
მდუმარებას ხელში აჰყავს ხატები,
შენ იუდას გაღიმებას ხატავ.
ზეთისხილის მთას დაჰყურებს მთვარე,
გველისფერი გზა მიჰყვება ტაძარს,
და მესიას შეიპყრობენ მალე,
დღეს იუდას ჩვენში ბევრი ბაძავს.
ვნების კვირა გაგრძელდება დილამდე,
საიდუმლო სერობასაც ვთლიდი,
ხელს დაიბანს პონტოელი პილატე,
მაცხოვარს კი უთვალავჯერ ვყიდი.
გულისთქმას რომ დაბრმავებით ვენდე,
მიწევს ბევრი განსაცდელის ატანა,
და ჭოჭმანობს მოციქული პეტრე,
ქრისტე ეტყვის - გამშორდიო, სატანა.
ნაზარეთის თხემისფერი კედლები
ერთხელ მაინც უნდა ნახოს კაცმა,
ჯერ დახატე ზეთისხილის ქედები,
მერე უფრო ადვილია ჯვარცმა...

მოამზადა
ლელა ჯიყაშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.05.2022
სოლომონ I, ალექსანდრე V-სა და ლევან აბაშიძის ასულის, თამარის ძე. დაიბადა 1735 წელს, გარდაიცვალა 1784 წლის 23 აპრილს, ქუთაისში. იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში.
25.01.2022
"მკვდარ ძმას დის ცრემლი უხდება"
ვაჟა-ფშაველა

21.01.2022
მერვე საუკუნის გასულს თბილისში აწამეს ერთი გაქრისტიანებული არაბი, აბო. ხალიფა მანსურის წინაშე დააბეზღეს ქართლის ერისთავი ნერსე, ის დაიბარეს ბაღდადში და 772 წელს ციხეში ჩასვეს.
19.01.2022
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული.
26.09.2021
ახლოს ვართ, სულ ახლოს ედემთან,
როს გული მკერდში არ ეტევა,
15.12.2019
დემეტრე-დამიანე  იყო დიდი დავითის ძე...
12.11.2018
არტურ ლეისტი გაზეთში "ბახტრიონი" ( N10, 1922 წ), გადმოგვცემს, რომ "ოთარაანთ ქვრივი" იყო უკანასკენლი ნაწარმოები ილიასი.
24.05.2018
საოცარი სილამაზით შესრულებულ ხელნაკეთ ნამუშევრებს გარდაბნის რაიონში მდებარე სოფელი ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის წევრები წარმოადგენენ.
20.04.2018

ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) - წმიდა ილია მართლის "განდეგილის" სულიერი გააზრებისათვის


წმ. ილია მართლის "განდეგილის" შესახებ მრავალი დაიწერა

25.12.2017
დედამიწაზე რჩეულნი მცირედ
და ჩინებულნი მრავლად არიან,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat