სიყვარულითა და სითბოთი აღვსებულებმა მიაშურეს ლურჯ მონასტერს
სიყვარულითა და სითბოთი აღვსებულებმა მიაშურეს ლურჯ მონასტერს
ორიოდე თვის წინ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან (ლურჯი მონასტერი) არსებული ბავშვთა სტუდია "ამერ-იმერის" ხელმძღვანელი გიორგი (გიგი) გარაყანიძე "კარიბჭის" მკითხველს დროდადრო სტუდიის ცხოვრების გაცნობას შეჰპირდა.
"ამერ-იმერის" აღსაზრდელებს დეკემბრის ბოლოს, ვიდრე საშობაო არდადეგები დაეწყებათ, ტრადიციისამებრ, გამორჩეული, საზეიმო გაკვეთილი აქვთ - ისინი ამ დღეს შობა-ახალ წელს წინასწარ ულოცავენ თბილისურ ოჯახებს, სადაც მეკვლეებიც არიან და მეალილოეებიც. ისინი ქართული საქმის მოამაგე, საინტერესო ადამიანებს სტუმრობენ.

KARIBCHE 28 დეკემბერს საზეიმო გაკვეთილს ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმმა უმასპინძლა. ყმაწვილებმა ტრადიციული ჩიჩილაკითა და ტაბლა-აბრამიანით მიუკვლიეს განახლებულ მუზეუმსა და მის მესვეურთ, შემდეგ კი იქ ნანახითა და მოსმენილით აღტაცებულებმა ხალისით გამართეს მცირე წარმოდგენა: საგალობლებით, სიმღერა-ფერხულით, თამაშობებით. სიტყვის პაპის ხურჯინით ჩამოტანილ კითხვებზე პასუხებშიც შეეჯიბრნენ ერთმანეთს და სახალისო ჯილდოებიც დაიმსახურეს.

KARIBCHEშემდეგ გეზი შერჩეული ოჯახისკენ აიღეს. ამჯერად ეწვივნენ ბ-ნ ანზორ ერქომაიშვილს - ქართული ხალხური სიმღერა-გალობის მოამაგე ერქომაიშვილთა გვარის ღირსეულ წარმომადგენელს. ბავშვური სიწრფელითა და სიხარულით მიულოცეს დამდეგი შობა-ახალი წელი მასპინძლებს და საპასუხო სიყვარულითა და სითბოთი აღვსებულებმა მიაშურეს ლურჯ მონასტერს.

ასე მხიარულად გააცილეს 2008 წელი "ამერ-იმერის" აღსაზრდელებმა.



მოამზადა
მარი აშუღაშვილმა
ბეჭდვა
1კ1