გული გაგვიწმიდე, ტკბილო პატრიარქო
გული გაგვიწმიდე, ტკბილო პატრიარქო
ნეტარია ის ადამიანი, ვინც უფლის ნებას გაითავისებს, ღვთისგან ნაბოძებ ჯვარს ღირსეულად იტვირთავს და მას მოყვასისა და უფლის სიყვარულში, მის მსახურებაში დახარჯავს. უფალი თითოეულ ადამიანს ნიჭს შთაბერავს. კარგია როცა ამ ნიჭს ღვთისკენ მაყურებელი თვალისკენ მივმართავთ.

სამონაზვნე დარია (ჩაკვეტაძე), კრწანისის საბა განმწმენდელის სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობისას გავიცანი (მონასტერი არქიმანდრიტი საბას (კუჭავა) დაფუძნებულია. კეთილმოწესე კი მონაზონი სარა (ნიკოლიშვილი) გახლავთ). როცა დედა დარიამ საუბარში ახსენა მისი დამოკიდებულება პოეზიის მიმართ, სურვილი გამიჩნდა უფრო საფუძვლიანად გამეცნო დედაოს შემოქმედება. შესაძლოა ბევრმა არცკი იცის, რომ ლექსი "ჩემო პატრიარო", რომელსაც სამთავროს დედათა მონასტრის დედები გალობენ, დედა დარიას დაწერილია. როგორც დედაომ საუბარში მითხრა, "ჩემო პატრიარქო" 20 წლის ასაკში დაწერა. მას შემდეგ წლები გავიდა და საგალობლად აჟღებული ლექსი კვლავაც ყველას გულს გვითბობს. პოეზია დედაომ ბავშვობიდანვე შიყვარა. 6 წლისამ უკვე ზეპირად იცოდა ვაჟას, ილიას და აკაკის ლექსები და პოემები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი ( 1995 წელს) სამთავროს დედათა მონასტერში მივიდა. ამჟამად დედა დარია კრწანისის საბა განმწმენდელის სახელობის დედათა მონასტერში მოღვაწეობს. მის ლექსებზე შექმნილია საგალობლებიც, რომლებიც სხვადასხვა მონასტრებში იგალობება.

KARIBCHE

-პოეზიისადმი სიყვარული გენეტიკურად მაქვს. დედაჩემი, იზა ჯანელიძე პოეტია.. მისი ბიძებიც ხალხური მთქმელები იყვნენ და ლექსებს წერდნენ კიდეც, - მიამბოს დედა დარია - მე-9, მე-10 კლასში დავიწყე ლექსების წერა. როცა სამთავროს დედათა მონასტერში მივედი, იღუმენია ქეთევანმა მითხრა, მოდი უწმინდესზე დაწერე ლექსიო. მეც დავთანხმდი და დავწერე ლექსი - "ჩემო პატრიარქო". დედა ქეთევანმა ეს ლექსი წაიგალობა. უწმინდესი რომ მობრძანდა სამთავროში ეს ლექსი წაუკითხეს და ძალიან მოეწონა. სამთავროს დედებმა საგალობელი შექმნეს და დღეს ტაძარში იგალობება. ერთ დღესაც სვეტიცხოველში უწმინდესი მობრძანდა, მეც ვესწრებოდი მსახურებას. წირვის შემდეგ უწმინდესი რომ გადიოდა გაჩერდა, ჩემთან მოვიდა და ასეთი სიტყვები მითხრა: ყველა შენი ლექსი შედევრია, ეს სულიწმინდის მადლია და არ გაამპარტავანდე, თორემ დაკარგავო. წმინდა ილია მართალზე ლექსი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დავწერე. ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წლები იყო უწმინდესთან სიახლოვე. მერე მამა საბასთან რომ გადმოვედი მამა საბაზე, ჩემს მოძღვარზე დავწერე ლექსი. ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგაც დავწერე. მიყვარს პოეზია და ბევრ რამეში მეხმარება.

KARIBCHE


სამთავროს მონასტრის დედების გალობა "ჩემო პატრიარქო"




ბეჭდვა
1კ1