მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი) - მიპყარ ხელი, მაცხოვარო
მიტროპოლიტი თადეოზი (მირიან იორამაშვილი) - მიპყარ ხელი, მაცხოვარო
19 იანვარს მეუფე თადეოზის (იორამაშვილი) გარდაცვალებიდან შვიდი წელი შესრულდა. ნათელში დაამკვიდროს უფალმა მისი უკვდავი სული. და მტკიცედ გვჯერა, რომ ასეც იქნება. ამაში გვარწმუნებს თუნდაც ის, რომ  ღმერთმა იგი ამ ქვეყნიდან სწორედ ამ უდიდეს დღესასწაულისას წაიყვანა. ხოლო,  მისი უსაზღვრო თავმდაბლობა და სიყვარული ის ფრთებია, რომლითაც იგი აღფრინდა ღვთის საყდრის წინაშე და ახლა ლოცულობს თავისი ტკბილი სამშობლოსათვის. სანუგეშოდ გთავაზობთ მეუფეს ერთ-ერთ ლექსს:

ო, რამდენი ვიბოროტე
და რამდენი ცოდვა ვქმენი,
ხატად ღვთისა შობილ ვიყავ,
ცოდვის გუბედ შევიქენი...
ცის მამული დამეკარგა,
ეკალ-ბარდში გავიხლართე.
ცოდვის ჭანგით დაბმული ვარ,
ვით ხაფანგით - არწივთ მართვე...
სული, გული დამეღალა,
შენანების წახდა ღონე,
წმინდანების სამეგობრო
წარმავლობას დავემონე.
სამოთხის მზე მიმეფარა,
წუთისოფლის მფარავს ბინდი,
თუმც ქრის ჟამი
სიზმრებ ჩქარა,
ვერც შევძრწუნდი,50
ვერც შევშინდი...
ღმერთო, სრულად ნუმც დამიშრეს
სინანულის წმინდა წყარო,
უმადლოდ და უნანელად
რა სულდგმულმა გაიხაროს?
მიპყარ ხელი, მაცხოვარო,
სიხარულის წყაროსთვალო,
რომე ცოდვა, წარეცხილი,
ჩავლილ ზვირთებს მივათვალო.
სიცოცხლის მზე ამობრწყინდეს,
დაივანოს სულში შუქმა,
მხოლოდ შენი ძალით ხდება
ზეაღსვლა და მადლით სრულქმნა.

წყარო



ბეჭდვა
1კ1