რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?
რა არის ხორციელი და სულიერი მარხვა?
გვესაუბრება ვედრების ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენია ქრისტინე (კოპაძე):
-ხორციელი მარხვა არის საკვებისგან თავის შეკავება, სულიერი კი ვნებებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, ამპარტავნებისგან, განკითხვისგან თავის შეკავება და დათმენა.. მარხვაში განსაკუთრებით გვევალება კიდევ გაძლიერებული ლოცვა. ეკლესიის მიერ დადგენილ თითოეულ სადღესასწაულო მარხვას თავისი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე დიდი აღდგომის მარხვაა, რომელიც უფლის ჯვარცმას, აღდგომას გვახსენებს, იმას რაც მაცხოვარმა თითოეული ადამიანისთვის დაითმინა, ეწამა, ჯვარს ეცვა ჩვენი ცოდვების გამო და მერე აღდგა. არსებობს სამგლოვიარო და სამხიარულო მარხვები. საშობაოს სამხიარულო მარხვას უწოდებენ. სააღდგომოს კი სამგლოვიარო მარხვას. მარხვაში უფრო მეტად უნდა გვქონდეს სინანული და განცდა საკუთარი ცოდვების. ბერმონაზვნები კიდევ სამაგალითონი უნდა იყვნენ ერის ადამიანებისთვის. ადამიანს ყველანაირი ვნება ებრძვის, მონასტერში რომ მიდიხარ უფრო მეტად ამჟღავნებს ადამიანი საკუთარ დაცემულ ბუნებას.. ერშიც არის ბრძოლები, მაგრამ ეს მონასტერში განსაკუთრებით იგრძნობა. მონასტერში მეტია დასათმენი. როცა მონასტერში მოდიხარ უნდა მოიკლო ყველაფერი სიამოვნება რაც ერში გქონდა.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1