28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება
28 ნოემბროდან შობის მარხვა იწყება, რომელიც შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, 7 იანვარს დასრულდება. შობის მარხვის დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა შეიძლება თევზის ჭამა.
ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):

-ყოველი ადამიანი სიხარულით უნდა შეუდგეს მარხვას და არ უნდა მივემსგავსოთ იმ თვალთმაქცთ, რომელნიც ადამიანთა დასანახად დაღვრემილი სახეებით დადიან მარხვის პერიოდში. ამის გამო ვერ მიიღებენ იმ ჯილდოს მარხვის გამო რომ ეძლევა ადამიანს , რადგან მაცხოვარი ბრძანებს: ,,ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე იცხე თავსა შენსა და დაიბანე პირი შენი , რათა არა ეჩვენო კაცთა მმარხველად არამედ მამასა შენსა დაფარულად"" (მთ. 6,17-18). ჭეშმარიტად მმარხველი ადამიანია გამორჩეული სხვა ადამიანებისაგან თავისი ქცევით, მისი გონება უფრო დაწმენდილია და დამშვიდებული. ადამიანმა კარგად უნდა გააცნობიეროს მარხვის არსი და მნიშვნელობა და მექანიკურად არ უნდა იმარხულოს. მარხვა პირველ რიგში არის თავშეკავება ცოდვებისგან, რაშიც გვეხმარება ლოცვა. მმარხვითა და ლოცვით ადამიანი ყველა მანკიერ თვისებებს დათრგუნავს. მარხვითა და ლოცვით ძრწიან და ივლტიან ბოროტი სულები.
ეკლესია ითვალისწინებს მარხვის დროს ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობას. არ შეიძლება ყველა ადამიანმა ერთნაირად იმარხულოს.
მარხვა უმსუბუქდებათ : მოხუცებს , ავამდყოფებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს. მაგრამ ეს არ ნიშვას იმას რომ ეს ადამიანები მთლიანად გამოეთიშონ მარხვას. როგორც უკვე აღვნიშნეთ მთავარი არის სულიერი მარხვა და აღკვეთა საკუთარი მანკიერი ჩვევებისა რასაც საკვების მიღებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ვეცადოთ ვიცხოვროთ უფლის მცნებებითა და მარხვის პერიოდში მაინც შევძლოთ ჩვენი სული გავხადოთ ბატონი ჩვენივე ხორცისა , რათა არ გამოგვივიდეს მარტო ხორცით მარხვა. შეიძლება ხორცი არ ჭამო, მაგრამ ძმა შეჭამო. ღვინოზე უარი თქვა, მაგრამ გონება ვერ დათმო , საღამომდე თავი შეიკავო ჭამისგან , მაგრამ მთელი დღე მოყვასის განსჯაში გაატარო. ვაი მათდა, რომელნი უღვინოდ არიან მთვრალნი (ესაია 51, 2) ძალიან ცუდია ვნებებით თრობა, მაგრამ არც ღვინით თრობა გვარგებს.
ვიყოთ მართალნი , რადგან როგორც დავით წინასწარმეტყველ ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება. " არა ვიხილე მართალი დაგდებული , არცა თესლი მისი მთხოველი პურის(ფსალმ. 36.25) დაე, ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა პურის მოკლებაზე უარესია , შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა.

ბეჭდვა
1კ1