ყოველი მარხვის დასაწყისი იყოს ჩვენთვის სინანულის მომგვრელი და განახლებული სულიერი ცხოვრების დასაწყისი
ყოველი მარხვის დასაწყისი იყოს ჩვენთვის სინანულის მომგვრელი და განახლებული სულიერი ცხოვრების დასაწყისი
არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი):

-"ჭამა-სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულბული ხოლო მარხვისგან არცერთი"
ღვთის მადლით როცა ადამიანს ეკლესიური ცხოვრების დაწყების სურვილი უჩნდება, სულიერ მოძღვარს ირჩევს და ცდილობს მოძღვრის ლოცვა-კურთხევით, ნაბიჯ-ნაბიჯ ეზიაროს უფლის სისხლსა და ხორცს, ღვთის საიდუმლოებებს და იცხოვროს ისე, როგორც უფალს ესათნოება. მარხვის შენახვა კი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა იმისა, რომ ადამიანი ჭეშმარიტი მორწმუნე, ეკლესიური გახდეს. ხშირად ადამიანებს მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავშეკავებასთან აქვს გათავისებული და საკუთარი მოყვასისადმი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისგან თავშეკავება არაფრად მიაჩნიათ. თანამედროვენი თითქოს შევეჩვიეთ ეკლესიურ ცხოვრებას და იმ ყველაფერს რასაც დედა ეკლესია, წმინდა მამები და ჩვენი სულიერი მოძღვრები გვიქადაგებენ. ხშირად სიამაყის გრძნობაც გვეუფლება და თავი უპირატეს ეკლესიურ ადამიანებად მიგვაჩნია. მაგრამ განა ისეთები ვართ როგორც უფალს სურს? საკუთარ თავთან ჩაღრმავება და პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ სულიერი ცხოვრების გამოსასწორებლად, ალბათ ყველას გვმართებს. დაე, ღმერთმა მოგვცეს განცდა თვისთა ცოდვათა და ყოველი მარხვის დასაწყისი იყოს ჩვენთვის სინანულის მომგვრელი და განახლებული სულიერი ცხოვრების დასაწყისი.

ბეჭდვა
1კ1