დიდი მარხვის დაწყებას თავმდაბლობით, უბრალოებით, მორჩილებით და სიყვარულით უნდა შევხვდეთ
დიდი მარხვის დაწყებას თავმდაბლობით, უბრალოებით, მორჩილებით და სიყვარულით უნდა შევხვდეთ
ბარაკონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით გეგეშიძე:
- დაიწყო დიდი მარხვის წინა სამკვირიანი სამზადისი, რომელიც ოთხ კვირა დღეს შორის არის მოქცეული. პირველი კვირა მეზვერისა და ფარისევლის გახლდათ, მეორე კვირას უძღები შვილის კვირა აღვნიშნეთ, მესამე კვირა კი ხორცთა აღება, საშინელი სამსჯავროს კვირაა, რასაც ყველიერის კვირა მოსდევს. ეს სამი კვირა იმიტომ დაადგინა ეკლესიამ, საუკუნეების მიღმა, რომ ჩვენ, როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასევე ბიოლოგიურად, თუნდაც მედიცინის თვალსაზრისით, სწრაფად არ დავიწყოთ მარხვა და ჩვენი სული მომზადებული იყოს დიდი მარხვის დასაწყებად. ამისათვის, საჭიროა ყოველმხრივი შემზადება, სულიერიც და ხორციელიც - სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი, დამდაბლებული. დიდი მარხვის დაწყებას სულიერი ამაღლებით უნდა შევხვდეთ. რა არის სულიერი ამაღლება? თავმდაბლობა, უბრალოება, მორჩილება და სიყვარული. ამპარტავანმა თუ თავისი ვნებები, ზრახვები არ მოთოკა, სულიერ მარხვას სათანადოდ ვერ შეხვდება. შენი სარწმუნოება, შენი ღვთის სიყვარული უნდა იყოს თავმდაბლობით შეზავებული. დიდი მარხვის წინ, ეკლესია გვამზადებს, დავიმდაბლოთ თავი. "ვინც აღიმაღლოს თავი თვისი დამდაბლდეს, ხოლო ვინც დაიმდაბლოს თავი თვისი იგი ამაღლდეს".

ბეჭდვა
1კ1