ერთდღიანი მარხვები
ერთდღიანი მარხვები
განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:

ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა, რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს (მსგეფსი ისეთ კვირას ეწოდება, რომელშიც ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა არ არის);

ბ) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით);

გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით);

დ) ჯვართმაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).
ბეჭდვა
1კ1