დაე ჩვენი გულები ყოფილიყოს განწმენდილი და განსპეტაკებული, რათა ქრისტე იშვას ჩვენ გულებში
დაე ჩვენი გულები ყოფილიყოს განწმენდილი და განსპეტაკებული, რათა ქრისტე იშვას ჩვენ გულებში
ჩემთვის წარმოუდგენელია და მიკვირს, როგორ უნდა შეძლოს ადამიანმა იმარხულოს შობის მარხვა, ელოდებოდეს ქრისტეს შობას გულში და ამავე გულში უსიყვარულობა ჰქონდეს და მიუტევებლობა. განა ეს სათნოა უფლისათვის ან მოვა ის მასთან?

გვესაუბრება თრუსოს ხეობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი - მონაზონი ეკატერინე (სადათერაშვილი):

მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით არავის ახვევს, უფალი ჩვენი, სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ეს არჩევანი არ არის ადამაინის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაზრვრელი, იგი არჩევანია მარადიული სიკვდილისა და სიცოცხლის შორის.

წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალმა თავისი განხორციელებით, ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება, კაცურ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმინდა სამება დაემკვიდრებინა. თუ გულს განვწმენთ და მოვამზადებთ ადგილს ქრისტეს შობისთვის, თანაზიარი გავხდებით იმ დიდი სიხარულისა, რომლებსაც წმიდანები განიცდიდნენ. ნუ მივცემთ ძველ წყენასა თუ ბოღმას უფლებას, რომ ამ დიდ სიხარულს მოგვაკლოს. გვახსოვდეს, ღმერთი სიყვარულია. ერთობისა, სიყვარულისა და სიხარულის მომნიჭებელნი ვყოფილიყავით ერთმანეთისათვის, რითაც ცათა შინაც მოვიპოვებთ მარადიულ სიხარულს. სწორედ ამას გვასწავლის პევლე მოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში. იარებოდეთ ისე, როგორც შეშვენის ხმობას, რომლითაც ხართ ხმობილნი, მთელი ქედმოდრეკილობით, თვინიერებით და დიდსულოვნებით: სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი, ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა მშვიდობის სიყვარულით".

დაე ჩვენი გულები ყოფილიყოს განწმენდილი და განსპეტაკებული, რათა ქრისტე იშვას ჩვენ გულებში, რათა ჩვენ გულში შობილმა და დავანებულმა მაცხოვარმა წარმართოს ჩვენი ცხოვრების გზა სიყვარულითა და ერთობით. სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ყველა ქრისტიანისათვის შობის დღესასწაული. ქრისტეშობას გილოცავთ.

ბეჭდვა
1კ1