არის თუ არა მსგეფსი შობის მარხვის წინ?
არის თუ არა მსგეფსი შობის მარხვის წინ?
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლები გვთხოვენ, ვუპასუხოთ, არის თუ არა მსგეფსი შობის მარხვის წინ. მოგესხენებათ, რომ შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება. იგი შედარებით მსუბუქი მარხვაა - თევზით ხსნილია 28 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე ოთხშაბათ-პარასკევის გარდა და შემდეგ - 31 დეკემბრის ღამიდან 1 იანვრის საღამომდე (პატრიარქის კურთხევით). დანარჩენ დღეებში უთევზო მარხვაა.
შობის მარხვას წინ არ უძღვის მსგეფსის კვირა, ანუ ხსნილი ოთხშაბათსა და პარასკევს.
მსეფსის დღეები იწყება მარხვის დასრულების შემდეგ - 7 იანვარს და გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით. 18 იანვარს კი - ნათლისღების წინა დღეს - ყოველთვის მარხვაა.
ბეჭდვა
1კ1