რატომ არის მარხვა ჯვართამაღლების დღეს
რატომ არის მარხვა ჯვართამაღლების დღეს
მაცოცხლებელი ჯვარი უფლისა გვახსენებს იესო ქრისტეს ჯვარცმას და ვნებას ჩვენი გადარჩენისთვის. ჯვართამაღლების დღეს ეკლესია იხსენებს გოლოგთას, სადღესასწაულო მსახურებაზე კი სახარება მოგვითხრობს პილატესთან იესო ქრისტეს გასამართლებას და მის ჯვარცმას. ეკლესია ამ დღეს ჩვენც მოგვიწოდებს სინანულისა და გოლგოთაზე უფალთან დგომისაკენ.

იმისათვის, რომ ტრაპეზზე დაბრძანებული ჯვრის სიდიადე შევიგრძნოთ, მას მარხვითა და ლოცვით განწმენდილნი უნდა მივეახლოთ. სწორედ ამიტომ ეკლესიამ ერისკაცთათვის ერთდღიანი მარხვა დააწესა 27 სექტემბერს. სამონასტრო ტიპიკონით კი ორდღიანი მარხვაა დაწესებული – 26 და 27 სექტემბერს.

ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო მხოლოდ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქმნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.

ბეჭდვა
1კ1