ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
ინფორმაცია შობის მარხვასთან დაკავშირებით
მართლმადიდებელი მორწმუნეებისთვის დღეიდან შობის მარხვა დაიწყო, რომელიც 7 იანვარს, უფლის შობის დღესასწაულზე დასრულდება. მარხვა 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრადიციულად, შობის მარხვის დროს, 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში, თევზის მიღება შეეძლებათ. შემდეგ თევზით ხსნილია მხოლოდ 31 დეკემბრის საღამოს და პირველ იანვარს. 2 იანვრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება.


ბეჭდვა
1კ1