თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე საკითხავი ლოცვები
თომას კვირიდან აღდგომის წარგზავნამდე საკითხავი ლოცვები
1. თომას კვირიდან ამაღლებამდე "მეუფეო ზეცათაოს" არ ვამბობთ. დასაწყის ლოცვებს ვიწყებთ ტროპრით: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი" (3-ჯერ) და ამის შემდეგ ლოცვას განვაგრძობთ "წმიდაო ღმერთო"-დან ჩვეულებრივ.

2. თუ ლოცვას ვიწყებთ პირდაპირ "მოვედით თაყუანის-ვსცეთ"-ი (მაგ: ზიარების ლოცვების გაყოფის შემთხვევაში დროის უქონლობის ან უძლურებისას), მაშინ მის ნაცვლად იკითხება "ქრისტე აღდგა მკუდრეთით..." (3-ჯერ), ხოლო თუ "მოვედით თაყუანის-ვსცეთ" მოცემულია რომელიმე ლოცვის შუაში, მაშინ ის არ შეიცვლება "ქრისტე აღდგა..."-თი.

3. "დილის" და "ძილად მისვლის" ლოცვებში, ნაცვლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კონდაკისა "ზესთამბრძოლისა...", იკითხება აღდგომის კონდაკი:
"დაღაცათუ ნებსით თვისით საფლავად შთაჰხედ უკუდაო, არამედ ჯოჯოხეთისა იგი ძალი დაარღვიე და აღჰსდეგ, ვითარცა მძლე, ქრისტე ღმერთო, ხოლო მენელსაცხებლეთა დედათა ხარება მიჰმადლე და მოციქულთა მშვიდობაი მიანიჭე, რომელმან დაცემულთა მიეც აღდგომა".

4. ნაცვლად "ღირს არს"-ისა იკითხება:
"ანგელოზი ღაღადებს, მიმადლებულო წმიდაო ქალწულო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ. ძეჲ შენი აღსდგა მესამესა დღესა საფლავით და მკუდარნი აღადგინა, ერნო, გიხაროდენ.
განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალიმ, დღეს დიდებაჲ უფლისა შენზედა გამობრწყინდა, განსცხრებოდე და იხარებდ სიონ, და აწ შენცა იშუებდი, ღმრთის-მშობელო, აღდგომასა ძისა შენისასა".
(გარდა ერგასის განზოგების დღესასწაულისა და მისი წარგზავნისა, როდესაც იკითხება "შობა შენი უხწნელ არს ქალწულო..".)

5. ჩვეულებრივი დილა-საღამოს ლოცვების, პარაკლისების, დაუჯდომლების და ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირიაკიდან (აღდგომის მომდგევნო პირველი კვირა დღიდან).

6. თომას კვირიდან ამაღლებამდე (აღდგომიდან მე-40 დღე) ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია თევზით.

7. მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).
თეა ცაგურიშვილი
ბეჭდვა
1კ1