"განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა"
"განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა"
დიდმარხვაში კიდევ ერთი ლოცვის წაკითხვა გვმართებს. ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ვკითხულობთ ყველიერის კვირის სამშაბათს საღამოს, ოთხშაბათს დილას, ხუთშაბათს საღამოს და პარასკევს დილას, შემდეგ კი შენოდბის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათს დილის ჩათვლით ,დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ ყოველ პარასკევს საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განავაახლებთ ხოლმე.
გვესაუბრება გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიაში მდებარე სოფელ ვახტანგისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე):
-წმინდა ეფრემ ასური IV საუკუნეში, ქალაქ ნიზიბიაში დაიბადა. მშობლების შეგონების მიუხედავად იგი ძალიან ფიცხი ბუნების იყო. ხშრად ჩხუბობდა და ღვთის არსებობაშიც ეჭვი ეპარებოდა. ამიტომ უფალმა მისი გამოსწორება გადაწყვიტა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს. ეს პერიოდი მის ცხოვრებაში საოცარი სინანულის და საოცარი სულიერი ნაყოფიერების ხანა აღმოჩნდა. წმინდა მამა განთავისუფლების შემდეგ გააცნობიერებს თავისი წარსული ცხოვრების მძიმე შემთხვევებს და ძალიან დიდ სინანულში აღმოჩნდება. ნიზიბიის მთებს მიაშურებს და ცნობილ ასკეტს, იაკობს დაემოწაფება, რომელმაც ქრისტიანულ სათნოებებში განსწავლა. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა და ღებულობდა სულიერ საზრდოს. წმინდა ეფრემი ქადაგებას ყოველთვის საკუთარი თავის მხილებით იწყებდა.

მან ძალიან მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომლებიც გვეხმარებიან სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვაში. მის მიერ შექმნილი ლოცვებიდან გამორჩეულია ერთი ლოცვა, რომელიც მის სახელს ატარებს-ლოცვა "ეფრემ ასურისა". ეს ლოცვა იკითხება მხოლოდ დიდ მარხვაში და იწყება ყველიერის კვირის ოთხშაბათიდან. ძნელი არ არის ამ ლოცვის შინაარსის გაგება, ამ ლოცვით მორწმუნეები გამოხატავენ პირვეყოვლისა უფლისადმი ვედრებას, რომ არა ადამიანს შეუძლია თავის თავის განკურნება და სწორ გზაზე დაყენება, არამედ უფალს.

ადამიანი, რომელიც მხოლოდ მისი თავის იმედად არის, ის ცოდვის მიერ ძლეული იქნება. პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ საკუთარი შეცდომების აღიარება, როგორც ამას თვითონ წმინდანი გვასწავლის.

ჩვენ ამ ლოცვით უფალს ვთხოვთ, რათა მან არ დაუშვას ჩვენს ცხოვრებაში მიდრეკა სხადასხვა ცოდვებისკენ, როგორებიც ამ ლოცვაშია მოყვანილი: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის მოყვარეობა და ცუდად მეტყველობა. და ამათ წილ მოგვცეს: სიწმინდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული, რომელთა აღსრულებაც არის ცხონებისაკენ მიმავალი გზა.

KARIBCHE
დიდი მარხვის დასაწყისში მორწმუნეები ცდილობენ მიუტევონ ერთმანეთს შეცოდება და განთავისუფლდნენ ცოდვებისაგან, რათა მარხვა მათი იყოს სიწმიდით და სიმდაბლით აღსრულებული. თანმიმდევრულად მივყვეთ ამ ლოცვაში ჩამოთვლის მანკიერ მხარეს, რომლებზეც თითოეული ჩვენთაგანი უნდა ფიქრობდეს. უფალს ვთხოვთ, რომ სულსა უქმობისასა განგვაშოროს, უქმად ყოფნა ადამიანისათვის არის დამღუპველი, ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რაიმე აკეთოს და თავის სულს შეჰმატოს.

უქმად ყოფნა იწვევს მიმომწვლილველობას ანუ მოწყენილობას, რაც ხშირად ადამიანს სასოწარკვეთაში აგდებს. სასოწარკვეთილი ადამიანი კი, რომელიც ვერაფერს აკეთებს, იწყებს ოცნებას და მთავრობისმოყვარეობას ანუ იგივე დიდებისმოყვარებას ცოდვაში, როდესაც ამ ფიქრებიდან გამოფხიზლდება და ხვდება რომ ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, იწყება ცუდად მეტყველება, ბილწსიტყვაობა. აი, ადამიანის უქმად ყოფნა რამდენი ცოდვის შემცველია. "ეფრემ ასურის" ლოცვით ადამიანი ითხოვს, რომ ეს მანკიერი მხარე უფლის დახმარებით გამოასწოროს და შეიძინოს ის სათნოებები, რომლებიც მას უფლამდე მიიყვანს. ამ ლოცვის გვირგვინი არის თხოვნდა უფლისადმი, რომელიც თითოეული ჩენთაგანისთვის ქვაკუთხედად უნდა იქცეს: "განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩვენისა".


ბეჭდვა
1კ1