ნახევარი საათის განმავლობაში ილოცე და შედეგს დაინახავ
ნახევარი საათის განმავლობაში ილოცე და შედეგს დაინახავ
ბერი ეფრემ კატუნაკელი:

"- დღე-ღამეში ნახევარი საათი დაუთმე იესუს ლოცვას. ილოცე, როცა შეძლებ, უმჯობესია - ღამით. ილოცე ლმობიერებით, ვედრებითა და ცრემლით: ''უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე''. ამგვარად გაისარჯე და ნაყოფსაც მალე დაინახავ. ნახევარსაათიანი ლოცვა ერთი საათის ლოცვას დაიტევს. მაგრამ ამ დროსაც ფხიზლად იყავით: ან ტელეფონი დარეკავს, ან იფიქრებ:''აი ეს საქმე დაუყოვნებლივ უნდა გავაკეთო'', ან რაიმე მკრეხელობა დაგგესლავს - მოიშორე ყველაფერი, გამორთე ტელეფონი, დაასრულე შენი ყველა საქმე, ნახევარი საათის განმავლობაში ილოცე და შედეგს დაინახავ. დღეს ნერგი დარგე და ხვალ-ზეგ ნაყოფს მოგცემს. მღვდელმთავრებმა ბასილი დიდმა და იოანე ოქროპირმა ასე დაიწყეს და სამყაროს მნათობნი გახდნენ. ღირს სვიმეონ ახალ ღმრთისმეტყველს ჯერ კიდევ ერისკაცობაში ჰქონდა ხელთუქმნელი ნათლის გამოცდილება. რამდენი ადამიანია გარეგნულად ერისკაცი შინაგანად კი მონაზონი!''
ბეჭდვა
1კ1