აღდგომიდან სულთმოფენობის დღესასწაულამდე დიდი მეტანია აღარ სრულდება
აღდგომიდან სულთმოფენობის დღესასწაულამდე დიდი მეტანია აღარ სრულდება
შვიდეულის ოთხშაბათის საღამოდან აღარ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვა და აღარ სრულდება დიდი მეტანია. სულთმოფენობამდე აღარ იკითხება ფსალმუნები და დაუჯდომელებიც. დიდი მეტანია სულთმოფენობის დღესასწაულიდან განახლდება.
მეტანიით ლოცვის დროს გამოვხატავთ ღვთის წინაშე, როგორც ჩვენს კრძალულებას, ასევე უღირსებისა და სინანულის გრძნობებს. დიდი მეტანიების შესრულება მიუღებელია საყოველთაო სულიერი სიხარულის დღეებში, როგორიც არის: კვირა დღეები და დიდი დღესასწაულები. მუხლდრეკა არ სრუდება შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვიდან კვირა საღამოს მწუხრის ლოცვამდე, რადგან კვირა არის აღდგომის დღე და ჩვენი ფეხზე დგომით მივანიშნებთ დაცემული ადამიანური ბუნების აღდგინებას, აღმართებას მაცხოვრის მიერ. გარდა კვირა დღეებისა, მუხლდრეკა აგრეთვე არ სრულდება შემდეგ დღეებში: ქრისტეს შობის დღესასწაულიდან ნათლისღების დღესასწაულამდე (25 დეკემბერი 7 იანვარი-6/19 იანვარი); აღდგომიდან სულთმოფენობის დღესასწაულამდე. ასევე, დიდი მეტანია არ სრულდება ზიარების მიღების შემდეგ მთელი იმ დღის განმავლობაში, თუ არ ჩავთვლით დიდმარხვაში ეფრემ ასურის ლოცვის მეტანიებს.
ბეჭდვა
1კ1