"თქვენ არ გსურთ ილოცოთ საღამოს, რადგან კი არ ლოცულობთ, არამედ ლოცვას ამბობთ. ამიტომაც ეს ტვირთად იქცევა.
თქვენ არ გაქვთ სურვილი, იყოთ მასთან, ვინც გიყვართ. რადგან ის, ვინც გიყვართ, თავად თქვენ ხართ. თქვენ არ გაქვთ ლოცვის სურვილი, რადგანაც დაიღალეთ და კომფორტი გინდათ.
ამიტომ ლოცვა მხოლოდ საბაბი იქნება, რომ საკუთარ თავს გაექცეთ. თქვენ კი არ გსურთ, რომ საკუთარ თავს გაექცეთ, რადგან მოვიდა დრო, რომ საკუთარ თავზე იზრუნოთ. რამდენი რამ იყო დღის განმავლობაში გაკეთებული სხვებისთვის, სამსახურში, ამიტომაც მე არ მაქვს დრო, მე ძალიან დავიღალე.
გახსოვთ, რას ვფიქრობდით, როცა ვინმე გვიყვარდა? არ ქონდა მნიშვნელობა, რითი ვიყავით მთელი დღე დაკავებული, მაგრამ ჩვენ ისე ძლიერ გვინდოდა ამ ადამიანის ნახვა!
ჩვენთვის სულერთი იყო, გვეძინა თუ არა. ჩვენ მზად ვიყავით თოვლში ვმდგარიყავით, სიკვდილამდე გავყინულიყავით, მაგრამ გვესაუბრა მასთან, რადგან არ გვსურდა მისი მიტოვება. ჩვენ დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით და ჩვენთვის სულერთი იყო - თავს კარგად ვგრძნობდით თუ არა, რადგან გვიყვარდა.
თქვენ გექნებათ ლოცვის უნარი, თუკი გეყვარებათ ღმერთი. თქვენ სახლში გაიქცევით ხოლმე, რათა მასთან იყოთ, ნაცვლად იმისა, რომ ლოცვის წინ ოხვრას მოყვეთ: "ისევ საჭიროა დაწყება". ეს არ იქნებოდა, თუკი მთელი დღე მასზე იფიქრებდით, მაგრამ თქვენ, მთელი დღის განმავლობაში საკუთარ თავზე ფიქრობდით.
ღმერთი უნდა იყოს ის, ვისზე ფიქრიც მანამდეა საჭირო, სანამ თავისუფალ დროს ვიპოვით საკუთარი თავისთვის".
სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი