ლოცვა არამატერიალურ სამყაროსთან უხილავი, სულიერი კავშირია
ლოცვა არამატერიალურ სამყაროსთან უხილავი, სულიერი კავშირია
გორისა და ატენის მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა):
თუ ღვთის მცნებებს აღვასრულებთ და ღვთის წინაშე მადლს ვპოულობთ ლოცვის სურვილი გვებადება. თუ ვლოცულობთ და ღმერთთან ურთიერთობას ვეძიებთ, სხვაგვარად ვერ ვიცხოვრებთ, რომ მისი სიტყვა არ აღვასრულოთ. ლოცვა უინტერესო და დროის უქმად ხარჯვაა ურწმუნო ადამიანისთვის.. უინტერესოა მატერიალისტისთვის, რომელსაც არა აქვს არანაირი განცდა მარადიული, მომავალი ცხოვრებისა. თუ ადამიანს მცირედად მაინც აქვს ამ წუთისოფლის შემდგომ სამყაროს და სულის უკვდავების მყოფობის განცდა, ის აუცილებლად ლოცვას მოინდომებს და მასში ლოცვის სურვილი დაიბადება. ლოცვა არამატერიალურ სამყაროსთან უხილავი და სულიერი კავშირია, რომელიც მარადისობაში გველოდება. როცა ლოცვას ვკითხულობთ მნიშვნელოვანია მის შინაარსს ჩაწვდეთ და შევეცადოთ გავიაზროთ ლოცვის შინაარსი, რომელსაც ვკითხულობთ. რას ვითხოვთ ჩვენ და რა გვსურს? რაზე ვთხოვთ ღმერთს შენდობას? ეს გრძნობები და მათი ცოდნა იმისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენში არ შემოიჭრას გრძნობა, რომელიც პირიქით ღმერთს კი არ მიგვაახლოვებს, არამედ რაღაც სახით ღმერთს დაგვაშორებს.




ბეჭდვა
1კ1