ლოცვა სიკვდილი და აღდგომაა!
ლოცვა სიკვდილი და აღდგომაა!
უკვე გამარჯვებული ხარ, რამეთუ მეომრის სახელს ატარებ და არა მონისას
როგორც დაბადებიდან ტყვეობაში მყოფმა არ იცის ფასი და გემო თავისუფლებისა, ასევე ულოცველმა, ურწმუნო ადამიანმა არ უწყის ძალა, მადლი და სიდიადე ლოცვისა. დამარცხებულს, მონობაში მყოფს არავინ გებრძვის, მაგრამ როდესაც ძალას მოიკრებ, ხმას აიმაღლებ, მახვილს აღმართავ მტრის წინააღმდეგ, იცოდე, ბრძოლა მოგიწევს, ჭრილობებიც მოგადგება და სისხლსაც დაღვრი, მაგრამ ნუ შეშფოთდები, რადგან უკვე გამარჯვებული ხარ, რამეთუ მეომრის სახელს ატარებ და არა მონისას. ასეა სულიერებაშიც: ლოცვა აღმართული მახვილია ბოროტების წინააღმდეგ, სასიკვდილო ჭრილობაა მისთვის და რატომ გიკვირს, რომ შენც გებრძვიან, რომ მრავალი განსაცდელის გარემოცვაში იმყოფები?

ადამიანთაგან ხშირად გვესმის შემდეგი სიტყვები: რა აზრი აქვს უგულო ლოცვას, მაგას სჯობს, სულ არ ილოცო, ამდენს ვლოცულობ, მაგრამ არაფერი გამომდის, ყურადღება ისევ მეფანტება და განსაცდელებიც გახშირდა, ლოცვის დროს ვერ ვნახულობ, ისეთი დაკავებული ვარო...

სიყვარული, გულით ლოცვა, ყურადღება - შედეგია, საგანძურია, გამუდმებული ლოცვით მოპოვებული სულის ნიჭებია. შედეგი არ უსწრებს შრომას (როგორც ნაყოფი - ხის დარგვას) და არც შრომა არსებობს წარმატებისა და მონაპოვრის გარეშე (როგორც მცენარე ნაყოფის გარეშე). ჭეშმარიტი ლოცვა ლოცვაში იბადება, მასში იზრდება და მისით შეიძინება. "ირეკდით და განგეღოთ თქვენ", - ამბობს უფალი. ესე იგი, გამუდმებით ითხოვდით ლოცვებშიო.

წყლის წვეთი მცირეა და სუსტი, მაგრამ როდესაც გამუდმებით ერთ წერტილში ეცემა, ქვასაც კი ამსხვრევს. და პირიქით, ცეცხლი მწველია და ძლიერი, მაგრამ თუ წამიერად შეახებ, ქაღალდსაც ვერ დაწვავს. სისტემატურობა და ხანგრძლივობაა განმსაზღვრელი მათი ძალის გამოვლენისა.

ასევეა ლოცვაც. რაც არ უნდა სუსტი იყოს იგი, გამუდმებით და მიზნობრივად აღვლენილი აუცილებლად "დაამსხვრევს შენში არსებულ ცოდვათა ქვის კედელს". უცილობლად მოვა დრო, როცა შენში არსებული ლოცვის "მცირე წვეთები" დიდ ოკეანედ გადაიქცევა, რომელიც ჩააქრობს შენს გულში ანთებულ ვნებების ცეცხლს. ლოცვა ცეცხლია, მაგრამ გააჩნია, რამდენად ახლოს ხარ მასთან, რამდენ ხანს იმყოფები მასში, რომ იგრძნო მისი მადლისმიერი წვა. "დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს. როცა წყლის დაგუბება გსურს, მაგრამ მიწის მხოლოდ ერთ ბელტს ჩაუშვებ წყლის გასასვლელში და მიატოვებ საქმეს, გამდინარე წყალი ამ ბელტს დაშლის. ასე მოხდება ყოველთვის, თუ დროდადრო იმუშავებ. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ განწყობილებაზე. გულისთქმები მდინარესავით მოედინება გონებიდან და გულიდან, თუ შევაკავებთ მას და მერე უცებ გავუშვებთ, ვერაფერს მივაღწევთ" (წმინდა თეოფანე დაყუდებული).

როგორი შეუმჩნეველიცაა ადამიანის ფიზიკური ზრდა, ასევე შეუმჩნეველია მისი სულიერი წინსვლაც. ლოცვის არსი უფლის ნების ძიებაშია, მისთვის სათნოყოფაშია. ღვთივსათნო მაღალფარდოვანი, დაზეპირებული სიტყვები კი არა, უბრალო გულიდან ამოსული, სარწმუნოებით გაჟღენთილი ვედრებაა. არ იცი ლოცვები ზეპირად? - შენი სიტყვებით ილოცე, მარტივი გულიდან ამოსული სიტყვებით, ლოცვა გულშია და არა ბაგეებზე. როდესაც ადამიანს რაიმე აწუხებს და სურს, სხვას გაუზიაროს თავისი გასაჭირი, ამისთვის სხვისი დაწერილი ტექსტი არ სჭირდება, რადგან მის გულსა და გონებაშია აღბეჭდილი ყოველივე. ასე ხდება ლოცვის დროსაც. რაც გაწუხებს, რაც შენი შინაგანიდან მოდის, რწმენით წარმოთქვი და მაშინვე უდიდეს შვებას იგრძნობ. უბრალო იყო მონანული მეზვერის სიტყვები: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას", - მაგრამ იგი ლოცვის მაგალითად იქცა. არც ჯვარზე გაკრული ავაზაკი გამოირჩეოდა ლოცვათა სიმრავლით, მაგრამ რწმენით წარმოთქმულმა რამდენიმე სიტყვამ აცხოვნა იგი. სარწმუნოებაა განმსაზღვრელი ლოცვის ძალისა და არა სიტყვათა სიმრავლე.

დასაწყისისთვის აუცილებელია, აიძულო თავს, რომ ილოცო, რადგან ლოცვა შობს მოთმინებას, მოთმინება - ჩვევას, ჩვევა - გამოცდილებას, გამოცდილება - სიყვარულს, სიყვარული კი სიცოცხლეს - ცხონებას.

ყოველი შენი თხოვნა, სიტყვა, წარმოთქმული ხატის წინაშე, ასე იწყებოდეს და მთავრდებოდეს: "მე შენში და შენ ჩემში, უფალო, - ერთადერთი, რაც ჭეშმარიტად ვიცი და მსურს. აი, ჩემი ჭეშმარტი ნება, დანარჩენი არაფერი ვუწყი, არამედ როგორც შენს წმინდა სახელს ესათნოება, ისე აღსრულდეს ჩემზე, "არა როგორც ნება ჩემი, არამედ როგორც ნება შენი". არაფერია ამ სიტყვებზე აღმატებული, ამ სიტყვებზე დიადი, ასეთი ვედრების შემდეგ აუცილებლად გადმოვა ღვთის მადლი შენზე და აღსრულდება მისი ნება, თუ მაშინვე არა, ახლო მომავალში მაინც. გავიხსენოთ მაცხოვრის მიერ გეთსემანიის ბაღში წარმოთქმული სიტყვები: მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ. სამჯერ წარმოთქვამს ამ სიტყვებს უფალი და პასუხი, განგებულება ღვთისა არ აყოვნებს. ნუთუ მაცხოვარს სჭირდებოდა ეს ლოცვა? არა, არამედ ჩვენ მოგვცა სახე და მაგალითი ჭეშმარიტი ლოცვისა. გაურკვევლობაში ხარ? გინდა გაიგო ღვთის ნება? ხშირად წარმოთქვი გულით ხატებთან დაჩოქილმა ეს სიტყვები და გამოანათებს შენზე ყოველი სიმართლე უფლისა.

ლოცვა ძალას სისტემატურობასა და ყურადღებაში იძენს. სუსტია შენი ლოცვა, გეფანტება აზრები? არა უშავს, თავი დაიმდაბლე, შენდობა ითხოვე და ისევ გააგრძელე. იცოდე, ბოლოს მაინც დაინახავ, შეიგრძნობ მის მადლსა და ღვთაებრივ ენერგიას შენში. განა ლოცვას რომ მიეჩვიე, ეს უკვე სათნოება არ არის? მერე რა, რომ ჯერ სხვა სიკეთეები ვერ მოიპოვე, ლოცვა ხომ თავად სიკეთეა, სათნოებაა. თუ არ გეძლევა ლოცვისას ის, რაც ითხოვე, სასოს ნუ წარიკვეთ, იმედს ნუ დაკარგავ, უფალი აყოვნებს, რადგან იცის, აღარ ილოცებ, რომ მოგცეს, ან დაზიანდები, ან კიდევ უკეთესს გიმზადებს და თითქოს ფიქრობს, რით დაგაჯილდოვოს. როდესაც აღარ მოელი, მაშინ აღგავსებს და გაგამდიდრებს ყოველი სიკეთით.

წმინდა მამები გვირჩევენ, ყოველი დღის ბოლოს, დაძინების წინ დავიჩოქოთ ხატებთან, მთელი განვლილი დღის სატკივარი, ცოდვები უფალთან მივიტანოთ, როგორც საკუთარ მშობელს, ისე ჩავეხუტოთ ჯვარცმას, მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა ხატებს, მოვუყვეთ ჩვენი გასაჭირი, პატიება ვთხოვოთ, ცრემლი გადმოვაგდოთ საკუთარი უძლურებისა და უსუსურობის გამო და ვნახავთ, რამხელა შვებას ვიგრძნობთ იმ წამშივე, როგორ მოგვეშვება გულიდან "დარდისა და მწუხარების მძიმე ლოდი, უფლის სიახლოვისას სიმხურვალეს ვიგრძნობთ" საკუთარ თავში, რის გამოც მეტად შეგვიყვარდება და ახლოს მივალთ მასთან, სიყვარულით კი ჩვენი ლოცვაც გაძლიერდება.

ადამიანი კუჭს საჭმელს რომ გადააჩვევს, აღარ შივდება. ასეთ მდგომარეობაში მყოფს აიძულებენ, მადის აღმძვრელ საჭმელს ძალით აჭმევენ, რომ გააღვიძონ მასში სურვილი კვებისა. ლოცვას მიუჩვეველი ადამიანისთვისაც აუცილებელია იძულება, რომ აღიძრას მასში სურვილი, "მადა" ამ უდიდესი სათნოებისა, რომელიც სულიერად გამოკვებავს მას. ზიხარ, წევხარ, დადიხარ თუ საქმიანობ, ილოცე სიტყვებით: "უფალო, შემიწყალე", "ღმერთო, მიშველე", "მე ვითარცა კაცმან შეგცოდე, შენ ვითარცა ღმერთ ხარ, შემინდევ". ლოცვა ბაგეებზეა, საქმე კი ხელებზე. რაც მეტად ვთხოვთ უფალს, მით უფრო გულმოწყალეა იგი და რაც მეტხანს არ გვაძლევს, მით მეტს მოგვცემს. ზოგიერთები, როდესაც სათხოვარს ვერ იღებენ, მათი ლოცვა გრილდება, მაგრამ შესაძლოა უფალი უკვე ახლოს იყო მათთან, რომ მათი სათხოვარი შეესრულებინა. შენ თუ შენი ლოცვის არ გჯერა, როგორ გინდა, რომ უფალმა დაიჯეროს იგი?

"ლოცვა ზეცაა მიწაზე და მიწა - ზეცაში, იგი სიკვდილი და აღდგომაა. კარგად ის ლოცულობს, ვინც კარგად ცხოვრობს" (წმინდა გაბრიელ ქიქოძე).

აუცილებელია ეცადო, რომ შეინარჩუნო ის განწყობილება, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა, არ ჩაგიქრეს ის ცეცხლი, სითბო, რომელიც ლოცვისას მოიპოვე. ითხოვე არა ის, რაც შენ გინდა, არამედ ეძებე ის, რაც უფალს სურს და შენთვის საუკეთესოს მიიღებ. მრავალი ლოცვას იწყებს, როგორც ცოდვილი და ამთავრებს, როგორც წმინდანი. "როგორც ცეცხლი ითხოვს შეშას იმისთვის, რომ აგიზგიზდეს, ასევე ლოცვა - გულმოდგინებასა და შემართებას" (წმინდა იოანე ოქროპირი). იგი წყალობის მისაღებად გაწვდილი ხელია ღვთისკენ და მისი დრო მხოლოდ მას არ აქვს, ვისაც ლოცვა არ სურს. რაც მეტად გააჩერებ ოქროს ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს იგი. ასევეა უფლისადმი გამუდმებით მვედრებელი ადამიანიც, რადგან მისი სული ოქროსავით გაბრწყინდება და განათდება როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო ცხოვრებაში. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
06.11. 2015
Violeta
Kitxvebi mtanjavs da pasuxic uchbad mivige,dideba ufalo shenda, saocharia saqmeni da wyalobani sheni chvens mimart.madloba jurnal karibches am saochari amonaridistvis, Sheidzleba itkvas sulma shveba miigo.
12.07. 2015
nana
ughrmesi madloba,zustad isaa,rac mWirdeboda...gaviTvaliswineb rchevebs.
სხვა სიახლეები
28.02.2023
ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში დილისა და ძილის წინ ლოცვების შემდეგ იკითხება.
25.05.2022
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი.
04.04.2022
ტროპარი

დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს,
22.03.2022
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი,
27.02.2022
გვესაუბრება საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის
13.02.2022
ტროპარი: ზეცისა ანგელოზთა გუნდი მოიწივნის ქვეყნად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა
27.01.2022

ოხითა წმიდისა ნინოსი, ხმა დ

სიტყვისა ღვთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო, ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
17.01.2022
ტროპარი, ხმა 4.

უკუნიქცა ოდესმე იორდანე მდინარე ხალენითა ელისესითა ამაღლებასა ილიასა და განყოფდა წყალსა იმიერ, და ექმნა მას მწყურნები გზად ხმელად სახედ ჭეშმარიტისა ნათლისღებისა,
02.12.2021
"შვილებო, მსურს, რომ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ნათელი ბრწყინავდეს თქვენს გულებში.
07.12.2020
პირველი საფეხური გულისხმობს გარეგნულ ლოცვას - კითხვით, დგომით და მუხლთადრეკით გამოხატულს. თუმცა ამ დროს ყურადღება იფანტება,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat