სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს
სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს
მისი პირველი დამფუძნებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადახვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებაზე იერარქი კითხულობს "სქემის კურთხევის" ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს).

ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკვნილს. სკვნილის ისტორია უკავშრდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს-პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს.

სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით.

–ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმინდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა – "უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი". საერო ადამიანები სულიერი მოძღვრის კურთხევით ატარებენ სკვნილს და მასზე ლოცულობენ.




ბეჭდვა
1კ1