საზოგადო ტროპარები
საზოგადო ტროპარები
წმიდა ანგელოზთა
ტროპარი, ხმა 4. ზეცისა მხედრობათა მთავარანგელოზნო (სახელი), გევედრებით უღირსნი ესე, რაითა მეოხებითა თქვენითა შეგვზღუდნეთ ჩვენ საფარველითა ფრთეთა თქვენთაითა, და უხორცოისა მის დიდებისა თქვენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით და ხელაპყრობით გიღაღადებთ: ღელვათა და განსაცდელთაგან გვიხსნენით ჩვენ, დიდნო მთავარნო ზეცისა ძალთანო.

წმიდა წინასწარმეტყველთა
ტროპარი, ხმა 2. წინასწარმეტყველისა შენისა (სახელი), უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

წმიდა მოციქულთა
ტროპარი, ხმა 3. მოციქულო წმიდაო (სახელი), ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობაი.

წმიდა მღვდელმთავართა
ტროპარი, ხმა 4. კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან სამწყსოისა შენისათვის ჭეშმარიტებით. ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელმთავარო (სახელი), ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

წმიდა დიდმოწამეთა და მოწამეთა
ტროპარი, ხმა 4. მოწამემან შენმან (სახელი), უფალო, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ, ღმრთისა ჩვენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი და მძლავრი დაამხუა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა
ტროპარი, ხმა 8. შენ შორის, საკვირველო მამაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატებაი, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა ხორცთასა, ვითარცა წარმავალისა, ხოლო ღვწასა სულისასა, ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი, ნეტარო (სახელი).

უვერცხლოთა მკურნალთა
ტროპარი, ხმა 8. წმიდანო უვერცხლონო მკურნალნო, საკვირველთმოქმედნო (სახელი), მოიხილენით და განჰკურნენით უძლურებანი სულთა და ხორცთა ჩვენთანი, უსასყიდლოდ მიგიღებიესთ და უსასყიდლოდ მოგვცემდით ჩვენ.

ქრისტესთვის სალოსთა
ტროპარი, ხმა 1. ხმაი მოციქულისა შენისა პავლესი ისმინა მეტყველი, ვითარმედ ჩვენ სულელ ქრისტესთვის, მონამან შენმან (სახელი), და იქმნა სულელ ქვეყანასა ზედა შენთვის, ქრისტე ღმერთო, ამისთვისცა აწ ხსენებისა მისისა პატივისმცემელნი გევედრებით: აცხოვნენ სულნი ჩვენნი.

მართალთა
ტროპარი, ხმა 2. მართლისა შენისა (სახელი), უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ და მის მიერ გევედრებით, აცხოვნენ სულნი ჩვენნი.
ბეჭდვა
1კ1