ერთობლივ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს
ერთობლივ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს
გვესაუბრება რუის-ურბნისი ეპარქიის მღვდელმსახური, სანებლის წმინდა ნიკოლოზის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):

-ერთობლივ ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. განსაკუთრებით შეჭირვებული ადამიანები რომ გვთხოვენ. ერთობლივი ლოცვა განსაკუთრებით შეეწევა შეჭირვებულ ადამიანებსაც.

ერთ-ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, ძალიან შეჭირვებაში იყო ჩვენი  მონასტრის მრევლი, რომლებიც შეეწევიან მონასტერს და გვთხოვეს რაიმე შემწეობით გველოცა. რამდენიმე მამაომ რამდენიმე კანონი აიღო და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მთელი "დავითნი"  შეასრულეს.

ეს ერთ-ერთი სახეა ერთობლივი ლოცვისა მონასტერში შესრულებული, როდესაც ყველა თავისთვის კითხულობს გარკვეულ კანონს და მოსახსენებელში მოიხსენიებს იმათ, ვისაც შემწეობა სჭირდება. არსებობს მეორე სახის ლოცვა, პარაკლისი, როდესაც სასულიერო პირი აღასრულებს პარაკლისს და მასთან მგალობლები და მკითხველი მონაწილოებს და აღესრულება ან საჯანმრთელო ან სამადლობელად შესრულებული ლოცვები. ასევე არის პანაშვიდი, ზოგი დიდი, ზოგი მცირე.

როდესაც ასევე სასულიეო პირი აღასრულებს მსახურებას, მასში მონაწილოებს მკითხველი, მგალობელი  და მოსახსენიებელს ამასთანავე რამდენიმე ადამიანი ერთად იხსენიებს. ვისთვისაც აღესრულება ეს მსახურება. ერთობლივი ლოცვა  განსაკუთრებულია მწუხრზე, ცისკარზე შესრულებული,  ასევე სერობაზე შესრულებული ლოცვა, საღამოს ტრაპეზის შემდეგ, როცა მთელი საძმო ისმენს ლოცვას, შემდეგ ძილის წინ  კითხულობენ ლოცვებს, ერთმანეთს შენდობას სთხოვენ და სენაკებში მიდიან.
თეა ცაგურიშვილი



ბეჭდვა
1კ1